ალუდა ღუდუშაური „ლელოს“ ინიციატივაზე - დროსა და სივრცეში დაკარგულები არიან, მიედ-მოედებიან რაღაცებს

ფაქტების კონსტატირებას მოვახდენ, „ლელომ”, როგორც პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ვერ იპოვა საკუთარი ნიშა, თავი, ამიტომ, დროსა და სივრცეში დაკარგულია, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ წევრი, დეპუტატი ალუდა ღუდუშაური „ლელოს“ ინიციატივას, რომლის თანახმად, „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებენ, 19 აპრილის შეთანხმებას დაუბრუნდნენ.

დეპუტატის თქმით, „ლელო“ რაც უფრო ადრე გააცნობიერებს, რა რეალობაა, რა ობიექტური მოცემულობაა და რა საჭიროებები აქვს მოსახლეობას, მით უკეთესი იქნება მისთვის.

„ამიტომ, როდესაც დროსა და სივრცეში დაკარგულები არიან, მიედ-მოედებიან რაღაცებს. აქედან გამომდინარე, ამის ნაცვლად ჯობია, რომ ხალხის საჭიროებებზე გააკეთონ ფოკუსი“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, „ლელო“ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, 19 აპრილის შეთანხმებას დაუბრუნდეს, პრეზიდენტს კი მიმართავს, გამოიყენოს მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ყველა უფლება აღნიშნულის უზრუნველყოფისთვის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა