გრიგოლ გეგელია ირლანდიაში, ALDE-ს ევროპული პოლიტიკური ჯგუფის ყრილობას დაესწრება

„ლელოს" საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია ირლანდიაში მიემგზავრება, სადაც ALDE-ს ევროპული პოლიტიკური ჯგუფის ყრილობაზე პარტია "ლელოს" წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „ლელო“ ავრცელებს.

ვიზიტის განმავლობაში გეგელია სიტყვით მიმართავს ALDE-ს საბჭოს, სადაც იგი "ლელო საქართველოსთვის" ხედვებს წარადგენს.

„ირლანდიაში ვიზიტისას, "ლელოს" საგარეო მდივანი შეხვედრებს გამართავს ევროპარლამენტარებთან, ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წარმომადგენლებთან, სხვადასხვა ევროპული პარტიების ლიდერებთან.

2-4 ივნისს დუბლინში მიმდინარე მაღალი კლასის პოლიტიკურ ყრილობას ესწრება რამდენიმე ევროპული სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრი, ევროპარლამენტის, ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წარმომადგენლები, ისევე როგორც ეროვნული მთავრობების მინისტრები, პარლამენტარები და ევროპული სახელმწიფოების პარტიების ლიდერები“, - ნათქვამია განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა