გალიფ ოზთურქის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ

ბიზნესმენის, გალიფ ოზთურქის ადვოკატები მათი დაცვის ქვეშ მყოფის მილიონი ლარის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ. ამის შესახებ ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე განაცხადეს.

ადვოკატების თქმით, გალიფ ოზთურქს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

„საქართველოში დიდი ოდენობით ქონება და ბიზნეს საქმიანობა აქვს, საქართველოს მოქალაქეა და არ არსებობს გარემოება, რომ გამოძიებას თავი აარიდოს. რაც შეეხება იმას, რომ ხელს შეუშლის გამოძიებას, ნონსენსთან გვაქვს საქმე. გამოძიება სხვა საქმეებზე მიმდინარეობს, რაშიც გალიფ ოზთურქი არაა დამნაშავე.

ჩვენ წარმოვადგენთ მტკიცებულებებს, რომელშიც მითითებულია კომპანია, რომელმაც 251 მილიონ ლარზე მეტი შეიტანა ბიუჯეტში. იმ კომპანიებში, რომელშიც გალიფ ოზთურქი საქმიანობს, 15 000 ადამიანია დასაქმებული და მისი პატიმრობით შეიძლება ამდენი ადამიანი უმუშევარი დარჩეს. წარმოგიდგენთ ავადმყოფობის ცნობას, ძალზედ სერიოზული დაავადება აქვს ბატონ ოზთურქს. არანაირი საჭიროება არ გააჩნდა, რომ მას კოკაინი ჰქონოდა, ეს არის შეცდომა და ეს გაირკვევა. მას დანაშაული არ ჩაუდენია. გთავაზობთ აღკვეთის ღონისძიების სახით მილიონ ლარს”,- განაცხადა დაცვის მხარემ.

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს