გიორგი გახარიამ დიეგო კოლასთან საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი განიხილა

პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია საქართველოში საფრანგეთის ელჩს დიეგო კოლასს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოსთვის“ ავრცელებს.

ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ, გიორგი გახარია ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩებთან შეხვედრებს მართავს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას გიორგი გახარიამ ხაზი გაუსვა, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას.

„პარტიის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, როგორი ხელისუფლება გვყავს, საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ვინაიდან, საქართველოს მოქალაქეებმა, რომელთა არჩევანია ევროპა, ამაში ფასი არაერთხელ გადაიხადეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყანაში არსებულ დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის მდგომარეობას და პოლიტიკურ გარემოს”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს