​გალიფ ოზთურქი - სიკეთის გარდა, არაფერი მიკეთებია, ბრალდებას არ ვეთანხმები - თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ ელექტრონული მონიტორინგის ქვეშ ვიქნები, წასვლას არსად ვაპირებ

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაია, თურქი ბიზნესმენის გალიფ ოზთურქის მიმართ აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილების მისაღებად სათათბიროდ გავიდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

პროცესზე როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ სასამართლოს სიტყვით მიმართეს.

დაცვის მხარე სასამართლოს ოზთურქის გათავისუფლების სანაცვლოდ, გირაოს - ერთ მილიონ ლარს სთავაზობს.

ადვოკატები აცხადებენ, რომ ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს უსაფუძვლო ბრალდება აქვს წარდგენილი.

ბრალდების მხარე კი აცხადებს, რომ საქმეში ფინანსური დანაშაული იკვეთება და საქმეზე დამატებით გამოძიება მიმდინარეობს.

თავად ბრალდებული გალიფ ოზთურქი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საგამოძიებო პროცესში სახლში იმყოფებოდა.

“8 წელი საქართველოში ვიმყოფები, სიკეთის გარდა არაფერი მიკეთებია. სახელმწიფოს ბიზნეს პროექტების განხორციელებაში ვეხმარებოდი. უარვყოფ წარდგენილ ბრალდებას და არ ვეთანხმები. ვაპირებ, რომ სამართლებრივი ბრძოლა გავაგრძელო. შემიძლია გირაოს სახით რამდენიმე მილიონიანი ქონება შემოგთავაზოთ, მათ შორის ერთი მილიონი ლარი, თუ სასმართლოს სურვილი აქვს, შეუძლია გაზარდოს გირაოს ოდენობა. თუ სასამართლო ჩათვლის საჭიროდ ელექტრონული მონიტორინგის ქვეშ ვიქნები. მიყვარს საქართველო, დიდ პატივს ვცემ ქართველებს, მთელი რესური აქ მაქვს ჩადებული და წასვლას არსად ვაპირებ”,- განაცხადა გალიფ ოზთურქმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს