გრიგოლ გეგელია - "ლელო" და ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია "ხალხის მსახური" ALDE-ს წევრები გახდნენ

"ლელო საქართველოსთვის" და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია "ხალხის მსახური" დღეს ALDE-ს ყრილობამ პოლიტიკური ალიანსის სრულუფლებიან წევრებად აირჩია. ამის შესახებ ინფორმაციას "ლელო" ავრცელებს.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ევროპის ერთ - ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ოჯახში "ლელოსა" და უკრაინის მმართველი პარტიის გაწევრიანებას ALDE-ს დელეგატთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი.

პარტია "ლელო საქართველოსთვის" დღეს პარტიის საგარეო მდივანი გრიგოლ გეგელია წარმოადგენდა, მან დუბლინში შეკრებილ ყრილობას მიმართა:

"მქონდა უდიდესი პატივი წარმომედგინა ჩემი პარტია ამ უაღრესად მნიშვნელოვან საერთაშორისო ფორუმზე, ჩვენი პარტნიორის, პარტია "ხალხის მსახურის" თავმჯდომარის ოლენა შულიაკის შემდეგ. ძვირფასი და სიმბოლურია, რომ დღეს ჩვენი ორი პარტია ერთად გახდა ALDE-ს სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით თავისუფლების, ღირსებისთვის, პროგრესისთვის ბრძოლის ფასი!",- აღნიშნა მან.

მათვე ინფორმაციით, ALDE აერთიანებს ევროკავშირის წამყვან პარტიებს, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, გერმანიის, ესტონეთის მმართველ პარტიებს, 100-ზე მეტ ევროპარლამენტარს, 6 ევროკომისარს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ მიშელს და 79 მოქმედ მინისტრს.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს