აშშ-მა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები მიიღო - სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის ელიტის წარმომადგენლები, მათ შორის მარია ზახაროვა

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა უკრაინაში შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო.

როგორც მედია წერს, უახლესი სანქციებით ოფიციალურმა ვაშინგტონმა მიზანში კრემლთან დაკავშირებულ იახტების საბროკერო კომპანია და რუსეთის ხელისუფლების რამდენიმე გამოჩენილი წარმომადგენელი ამოიღო.

სიაშია ასევე პუტინთან დაახლოებული სერგეი როლდუგინი, რომელიც მედიის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტის ოფშორულ სიმდიდრეს ზედამხედველობს.

მედიის ცნობით, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ხუთ რუს ოლიგარქსა და ელიტის წარმომადგენელს, მათ შორის რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერს მარია ზახაროვას და მილიარდერ ალექსეი მორდაშოვს.

სანქციები ოლიგარქებისა და ელიტის ოჯახის წევრებსა და მათთან დაკავშირებულ სუბიექტებსაც შეეხო.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
Samsung Electronics - უკვე 20 წელი ტელევიზორების მსოფლიო ბაზრის №1 ბრენდი
ახალი FIAT 600 Hybrid – იტალიური სტილი, ჰიბრიდული ტექნოლოგია და სპეციალური ფასი