„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია და პარტიის ლიდერი ხატია დეკანოიძე ევროპარლამენტარებს - ანა ფოტიგასა და სვენ მიქსერს შეხვდნენ.
პარტიის ინფორმაციით, შეხვედრები ასევე გაიმართა ევროკავშირის საგარეო სამსახურის დეპარტამენტის ხელმძღვანელ მიქაელ ზიბერტთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მრჩეველ საიმონ მორდიუსთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების დეპარტამენტის ხელმძღვანელ მაჩეი პოპოვსკისთან.
შეხვედრის ფარგლებში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რომელიც გახსნის ფანჯარას რეალური დემოკრატიული ცვლილებებისათვის.
როგორც მელიამ აღნიშნა, ეს ქვეყანაში ოლიგარქის ანტიდემოკრატიული ნაბიჯების, სახელმწიფო მიტაცების შეკავებისა და პოლიტიკური დევნის შეწყვეტის წინაპირობა იქნება.