ბადრი ჯაფარიძე - ლიეტუველები გამორჩეული მეგობრები არიან ჩვენი სახელმწიფოსი - მათ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება

ლიეტუვის საელჩოში ოპოზიციის წარმომადგენლებმა საქართველოში ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანტას ადომენესთან შეხვედრა გამართეს.

ლიეტუვის ელჩს ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები პეტრე ცისკარიშვილი და აკო მინაშვილი, ,,ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე და ,,ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე გიგა ბოკერია შეხვდნენ.

აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანტას ადომენესი.

„ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძის შეფასებით, ლიეტუვის ჩვენი ქვეყნისადმი მხარდაჭერას საფრთხე არ ემუქრება და „ისეთივე ერთგულები არიან ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, როგორც ადრე“.

„ლიეტუვის საგარეო საქმეთა დელეგაცია არის ჩამოსული. საუბარი გვქონდა მოვლენებზე, რომელსაც ადგილი აქვს რეგიონში და ჩვენს ქვეყანაში. ლიეტუვა არის ჩვენი ქვეყნის და ხალხის უერთგულესი მეგობარი. მათი მხრიდან ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერა იქნება ისეთივე ძლიერი როგორც აქამდე. შესაბამისად, სწორედ რთულ დროს ვლინდება ჩვენი მეგობრების რეალური სახე და ლიეტუველები მართლაც არიან გამორჩეული მეგობრები ჩვენი სახელმწიფოსი. მათ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მიმართ საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება, ისეთივე ერთგულები არიან ჩვენი სახელმწიფოს მიმართ, როგორც ადრე“, - აღნიშნა ბადრი ჯაფარიძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს