პოლიციამ რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, სამეგრელოში, სვანეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, 3 პირი დააკავეს და 2 ამხილეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული დ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს.

„სამართალდამცველებმა, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ამავე დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ვ.ჭ. მარტვილში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ავტომობილიდან, რომლითაც ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცებად ამოიღო პისტოლეტი და 38 ვაზნა.

შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1954 წელს დაბადებული რ.ე. და 1967 წელს დაბადებული ი.გ., სხვადასხვა დროს, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ამხილეს. სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტში, რ.ე.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: 2 შაშხანა, 152 ვაზნა და 4 ამფეთქ-დეტონატორი, ხოლო ი.გ.-ისგან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი და ვაზნები.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1998 წელს დაბადებული მ.ხ.

ქუთაისში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 1 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.

დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
კახა ოქრიაშვილი - "ღალატის პარტიას" არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
დავით ზილფიმიანი მიმართვას ავრცელებს
PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესდაჯილდოების - „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამარჯვებულია
„წისქვილი მცხეთაში“ – „წისქვილი ჯგუფის“ სარესტორნო ქსელს დღეიდან კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება
„იმპექსში“ ყოველკვირეული, უპრეცედენტო შეთავაზებები იწყება
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის - ლიბერთის და “ტელეკლინიკა - MyDoc“-ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა
„აპარტ დეველოპმენტმა“ ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება