ალუდა ღუდუშაური - როცა პრეზიდენტი პოზიციას გვიწუნებს და იძახის, რატომ არ ჩავრთეთ თურმე ზელენსკი, უმჯობესია საზოგადოებას აუხსნას, რას ნიშნავს ელჩის გაწვევა

შეფასებები, თითქოს ზრდილობის ხარისხზე გვაქვს რაიმე პრობლემა, ეს არის პრეზიდენტის აზრი და სუბიექტურია - როცა ჩვენ ვაკეთებთ პრინციპულ განცხადებებს, რომლის მიზანია ჩვენი ხალხის გაძლიერება და ამას ვინმე ეძახის ზრდილობის ნაკლებობას, ეს მისი პრობლემაა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს „ქართული ოცნების“ მიერ საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკასთან დაკავშირებით.

ღუდუშაურის თქმით, თუ პრეზიდენტი სიღრმისეულად შეხედავს სურათს, დაინახავს, რომ გარკვეულ ჯგუფს სურს საქართველოში „მეორე ბუჩა მოაწყოს“. ამასთან, ღუდუშაური აცხადებს, რომ როცა ზურაბიშვილი პარლამენტში ზელენსკის მოწვევის აუცილებლობაზე საუბრობს, უმჯობესია სრული სურათი წარმოადგინოს ვითარების და ახსნას, როგორც ყოფილმა დიპლომატმა, რას ნიშნავს, როცა უკრაინამ ელჩი დაუსაბუთებლად გაიწვია ქვეყნიდან.

„ნება მიბოძეთ, დავიტოვოთ უფლება და არ დავეთანხმოთ პრეზიდენტს მთელ რიგ საკითხებში. დიახ, დემოკრატია ეს არის, რომ პრეზიდენტს ცალკეულ საკითხებზე თავისი შეფასებები აქვს და ჩვენი შეფასებები არის განსხვავებული. ობიექტური რეალობა არის ის, რასაც ჩვენ ვიძახით. თუ ქალბატონი პრეზიდენტი სიღრმისეულად შეხედავს სურათს, ძნელი დასანახი არ უნდა იყოს, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყანა ჩართული იყოს საომარ მოქმედებებში, საქართველოში მოეწყოს მეორე ბუჩა და გაიხსნას მეორე ფრონტი.

ამასთან, ვფიქრობ, ქალბატონმა პრეზიდენტმა კარგად იცის დემოკრატიის არსი და მნიშვნელობა და ის, რომ სასამართლოს წინააღმდეგ გახსნილი ორკესტრირებული ცეცხლი და შტურმი არ არის დემოკრატია. ქალბატონმა პრეზიდენტმა როგორც ყოფილმა დიპლომატმა უმჯობესი იქნება აუხსნას საზოგადოებას და კარგი იქნება განმარტებები, თუ რას ნიშნავს ქვეყნის მიერ მეორე ქვეყნიდან ელჩის გაწვევა მაშინ, როცა არც ერთი სხვა ქვეყნიდან, იმ ქვეყნებიდანაც კი, საიდანაც პირდაპირ ცეცხლი მიემართებოდა უკრაინის მისამართით, ელჩი არ გაუწვევია და ამ დროს გაუგებარი და მცდარი გადაწყვეტილების ფონზე, ჩვენი ქვეყნიდან გაგყავს ელჩი. ეს ნაბიჯი რამდენად არის მეგობრული, კონსტრუქციული? ჩვენ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი გავაკეთეთ და ამ ფონზე, როცა პრეზიდენტი გვიწუნებს და იძახის, რატომ არ ჩავრთეთ თურმე ზელენსკი, უმჯობესია ვითარება სრულად წარმოადგინოს. შეფასებები იმასთან დაკავშირებით, თითქოს ზრდილობის ხარისხზე გვაქვს რაიმე პრობლემა, ეს არის ცალკეული პირების და ამ შემთხვევაში პრეზიდენტის აზრი, მას აქვს საკუთარი აზრის გახმოვანების უფლება, მაგრამ ეს შეფასებები არის სუბიექტური და როცა ჩვენ ვაკეთებთ პრინციპულ განცხადებებს, რომლის მიზანია ჩვენი ხალხის გაძლიერება და ამას ვინმე ეძახის ზრდილობის ნაკლებობას, ეს მისი პრობლემაა. ყველას ვპირდები, არც ერთი ნაბიჯი ქვეყნის საზიანოდ უკან არ იქნება,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ უმრავლესობიდან დაუფიქრებელი და არასაჭირო განცხადებები ისმის. „ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა“, - აღნიშნავს პრეზიდენტი და დასძენს, რომ „რაღაცები არ ითქმის, რადგან ზრდილობის საკითხია“. ამასთან, როგორც მან ინტერვიუში აღნიშნა, ზელენსკი საქართველოს პარლამენტში უნდა მიეწვიათ. ზურაბიშვილმა მეორე ფრონტის თემაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ არ ჰგონია, ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა