ესტონეთის ელჩი - ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საქართველოს ვთხოვოთ, სანქციებს მხარი დაუჭიროს, ყველაფერი გააკეთოს, რაც საჭიროა, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი იყოს

თუკი გვსურს, ვინმემ მხარი დაგვიჭიროს და მიგვიღოს რაღაც მომენტში, ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი, სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ვთხოვოთ, სანქციებს მხარი დაუჭიროს, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი იყოს, - ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში შექმნილმა კრიზისმა დაამტკიცა, რომ ევროპას შეუძლია ერთიანობა.

„ვფიქრობ, ევროპის ერთიანობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სათანადოდ არ იყო შეფასებული. ამ კრიზისმა დაამტკიცა რომ, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია მობილიზება და ეს მნიშვნელოვანია. ესტონეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მაგალითით, რაც მნიშვნელოვანია: თუკი გვსურს, ვინმემ მხარი დაგვიჭიროს და მიგვიღოს რაღაც მომენტში, ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი, სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ვთხოვოთ, სანქციებს მხარი დაუჭიროს, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი იყო,“- აღნიშნა ელჩმა.

ამასთან, მისი თქმით, ესტონეთი მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, თუმცა, ხაზი გაუსვა, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ ბრიუსელში, ეს არ დაასრულებს ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს.

„1997 წელს ესტონეთს მიენიჭა კანდიდატის სტატუსი, ლატვიასა და ლიუტუვას კი - არა. ამან დიდი დაძაბულობა შექნა, თუმცა ბოლოს ორივე ქვეყანამ დააჩქარა რეფორმების პროცესი, რამაც გამოიწვია სამივე ჩვენგანის გაწევრიანება 2004 წელს. ჩემთვის საკითხი: „ახლა, ან არასოდეს“ - არ არის რელევანტური. მე ვგულისხმობ, რომ აქ არაფერი სრულდება. როგორიც არ უნდა იყოს ბრიუსელის გადაწყვეტილება, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი არ დასრულდება,“- აღნიშნა ელჩმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს