დავით სერგეენკო გვარამიას შესახებ პრეზიდენტის განცხადებაზე - სასამართლოს გადაწყვეტილებები ადგილობრივ თუ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებასთან არ უნდა სინქრონიზირდებოდეს

მართლმსაჯულების პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს და სასამართლოს გადაწყვეტილებები ადგილობრივ თუ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებასთან არ უნდა სინქრონიზირდებოდეს, - ასე პასუხობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც “პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურად დროული არ იყო.

ამასთან, კითხვაზე - პრეზიდენტის შეფასებები ადასტურებს თუ არა, რომ მასსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირება არსებობს, სერგეენკომ აღნიშნა, რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, პოლიტიკურ ხედვებში განსხვავებაა და არ არის აუცილებელი პოლიტიკური ხედვები სინქრონიზირებული იყოს.

„საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი რომელიმე პარტიის წარმომადგენელი არ არის. მან კენჭი როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა იყარა და არანაირი ვალდებულება არ არის, რომ პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის პოზიციებს შორის აბსოლუტური სინქრონი იყოს - პოლიტიკური პროცესია, შეიძლება პრეზიდენტს სხვა შეხედულება ჰქონდეს, ხოლო მმართველ პარტიას - სრულიად სხვა. ამის გადაჭრის გზა არის კომუნიკაცია და პოლიტიკური კონსულტაცია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს