ესტონეთის ელჩი - როდესაც გსურს ევროკავშირის წევრი გახდე, ვალდებული ხარ, გაიზიარო იგივე ღირებულებები და პრინციპები, რასაც მისი წევრი ქვეყნები იზიარებენ

როდესაც ევროკავშირის გზას ადგახარ და გსურს გახდეთ წევრი ქვეყნების ჯგუფისა, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს, თქვენი ვალდებულებაა, გაიზიაროთ იგივე ღირებულებები და პრინციპები, რომელსაც ეს ქვეყნები იზიარებენ, - ამის შესახებ ესტონეთის ელჩმა საქართველოში, რიინა კალიურანდმა დისკუსიაზე, სახელწოდებით “საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა” განაცხადა.

„რაც შეეხება თქვენი მთავრობის განცხადებებს უკრაინის ომის დასაწყისში, ცოტა ფრთხილი განცხადებები კეთდებოდა, რადგან შესაძლოა, ეს იყო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შესახებ საზოგადოებაში პანიკის თავიდან აცილების გზა. მეორე მხრივ, როდესაც ევროკავშირის გზას ადგახარ და გსურს გახდეთ წევრი ქვეყნების ჯგუფისა, რომლებიც იზიარებენ საერთო ღირებულებებსა და პრინციპებს, თქვენი ვალდებულებაა, გაიზიაროთ იგივე ღირებულებები და პრინციპები, რომელსაც ეს ქვეყნები იზიარებენ. ვინაიდან რუსეთი არის აგრესორი, ამ სიტუაციაში საკუთარი თავის, როგორც ევროპული საზოგადოების ნაწილის იდენტიფიცირება, არის შენი თავდაცვა. მაგრამ არ შეიძლება ევროკავშირის წევრობის გამოყენება, როგორც რუსეთის დასჯის, როგორც რუსეთზე შურისძიების ინსტრუმენტის, რადგან არც ეს არის სწორი,“- აღნიშნა ელჩმა.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა