დავით სერგეენკო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე - შვიდი დიასახლისის ხელში, ბავშვი მშიერი რჩებაო, რაღაც ამ ვითარებასთან გვაქვს საქმე

შვიდი დიასახლისის ხელში, ბავშვი მშიერი რჩებაო, რაღაც ამ ვითარებასთან გვაქვს საქმე - უნდა ჩატარდეს არა კლინიკური აუდიტი, არამედ კონსილიუმი, როდესაც მკურნალი და მოწვეული ექიმები სხდებიან ერთად და მაგიდიდან იქამდე არ დგებიან, ვიდრე კონსენსუსამდე არ მივლენ, რომელსაც იქვე ხელმოწერით დაადასტურებენ, - აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტის ვიცე-სპიკერმა დავით სერგეენკომ გააკეთა.

სერგეენკოს თქმით, ყველაფერს ხელს საკითხის ჭარბი პოლიტიზირება უშლის.

„პროცესები ჭარბად პოლიტიზირებული და არასწორად ორგანიზებულია. რაც აქამდე ხდებოდა და რაც ახლა ხდება, არის არა კონსილიუმი, არამედ კლინიკური აუდიტი, როდესაც გარედან მოწვეული სპეციალისტები - იმის მიუხედავად, თუ ვისი ორგანიზებით - შედიან, მკურნალ ექიმებთან არ სხდებიან და არ მსჯელობენ და არ აანალიზებენ სიტუაციას იქამდე, ვიდრე კონსენსუსურ გადაწყვეტილებამდე არ მივლენ, რასაც ხელმოწერით დაადასტურებენ. აი, ეს არის კონსილიუმი. რაც ახლა ხდება, არის კლინიკური აუდიტი, როცა სპეციალისტები შედიან, სწავლობენ დოკუმენტაციას, სწავლობენ ვითარებას, მიდიან, წერენ დასკვნას, უგზავნიან, ისინი უგზავნიან პასუხს და ეს ასე გაუთავებლად გრძელდება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა