ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ნიკა გვარამიას საქმე ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური საკითხია და ის პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრის ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ნიკა გვარამიას საქმე ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური საკითხია და ის პოლიტიკური ნიშნით არის დაკავებული.

როგორც ელისაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილი პოზიციის კომენტირებისას განაცხადა, საქმიდან გამომდინარე, თავისუფლად შეიძლებოდა, რომ არ დაეკავებინათ.

„კითხვის ნიშნით არ არის, რომ ნიკა გვარამია პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანია. ყველაფერი ხელის გულზე დევს და ღრმა იურიდიული ცოდნა საჭირო არ არის, მიხვდე, რომ ერთმნიშვნელოვნად პოლიტიკური ანგარიშსწორებაა. იმავე ბრალით შეიძლება ყოველი ჩინოვნიკი დაიჭირო, რომელიც სახელმწიფო მანქანას აქეთ იქეთ დაარბენინებს და არადანიშნულებისამებრ იყენებს - შეიძლება მოჰყვე ხულოდან და დედოფლისწყარომდე ნებისმიერი ჩინოვნიკი დაიჭიროთ ან თუნდაც პარლამენტში. ამას სჩადის ყველა და ამის გამო თავისიანებს რატომ არ იჭერენ?! დაიჭირეს გვარამია, რადგან პოლიტიკურად მიუღებელია“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება, “რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო“, პოლიტიკურად დროული არ იყო. ამის შესახებ პრეზიდენტმა “პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

“მე, როგორც პრეზიდენტმა, არ შეიძლება, რომ სასამართლოს მიმართ ეჭვები წარმოვთქვა. შემიძლია მხოლოდ ერთი რამ წარმოვთქვა, რომ პოლიტიკურად, ამ დროს, ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო, პოლიტიკურად მიმაჩნია, რომ არ იყო დროული. სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსზე არაფერს ვიტყვი. ვიცი, როგორც ყველამ იცის, რომ იყო სხვადასხვა ვარიანტები სასჯელის, ვიდრე ის, რაც იქნა მიღებული, მაგრამ მე ამას ვერ შევაფასებ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა