თეა ახვლედიანი - დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ჩვენი 7 მოქალაქე, აფხაზეთის მიმართულებით - 1 მოქალაქე

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, ამ დროისთვის ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საქართველოს 7, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში 1 მოქალაქე რჩება უკანონო პატიმრობაში.

როგორც მან ჟურნალისტებს პარლამენტში, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ერთობლივი სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, მიმდინარებს მუშაობა მათი გათავისუფლებისთვის.

„ოკუპირებულ რეგიონებში კვლავ მძიმე რჩება ადამიანის უფლებრივი და ჰუმანიტარული მდგომარეობა, რაც სხვა უწყებებთან ერთად ჩვენი საქმიანობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთან ყველა შესაბამის ფორმატში. დღემდე უკანონო პატიმრობაში იმყოფება ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ჩვენი 7 მოქალაქე, აფხაზეთის მიმართულებით 1 მოქალაქე. ამ თემებზეც ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში. მათი მდგომარეობის თაობაზე კომუნიკაციის უმთავრესი საშუალება არის ევროკავშირის სადამკვირვებლო ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი, ასევე, ჟენევის თანათავმჯდომარეებთან ჩვენი ინტენსიური კომუნიკაცია. 7 ივნისს გაიმართება IPRM- ის მორიგი სხდომა ერგნეთში, სადაც კიდევ ერთხელ მთელი სიმწვავით დაყენებული და განხილული იქნება ეს თემა, გავაგრძელებთ კონსოლიდირებულ ძალისხმევას, რომ უახლოეს დროში ჰუმანიტარულ ჭრილში, მოხდეს მათი გათავისუფლება,"- განაცხადა ახვლედიანმა.

მისივე თქმით, კომიტეტის სხდომაზე ისაუბრეს სახელმწიფოს ჩართულობის და შერიგების დეპოლიტიზირებულ, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის შემდგომი განხორციელების გზებზე. როგორც ახვლედიანმა აღნიშნა, ამ პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი მიმდინარეობს და მნიშვნელოვანი იყო საპარლამენტო ფორმატში მსჯელობა. მინისტრის განცხადებით, განიხილეს ასევე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარე პროგრამა, რომელიც ომის შედეგად უგზო- უკვლოდ დაკარგულთა მოძიებასა და მათი ოჯახების თანადგომას უკავშირდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა