დეპუტატებმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუსმინეს

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ერთობლივ სხდომაზე შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, თეა ახვლედიანს მოუსმინეს.

შეხვედრა დახურულ ფორმატში ჩატარდა, რომელსაც პარლამენტის და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

“დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარების გათვალისწინებით, ვიმსჯელეთ სახელმწიფოს ჩართულობის და შერიგების დეპოლიტიზირებული, ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის შემდგომი განხორციელების გზებსა და მექანიზმებზე. მათ დახვეწის და გაუმჯობესების ხედვებზე. ამჟამად მიმდინარეობს ამ პოლიტიკის სტრატეგიული გადახედვის პროცესი და ჩვენ ვიმყოფებით დასკვნით ეტაპზე. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო საპარლამენტო ფორმატში ყველა აქტუალურ მიმართულებაზე მსჯელობა. უნდა აღინიშნოს, რომ სტრატეგიული გადახედვის პროცესი მიზნად ისახავს არსებული რეალობის და საჭიროებების შესაბამისად, ახლებური მიდგომების შემუშავებას, რომელიც კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის პოლიტიკას და გამყოფი ხაზით დაშორებული საზოგადოების შერიგების მიმართულებით არსებით პროგრესს მივაღწევთ. ამასთანავე, დღევანდელ სხდომაზე წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით მიმდინარე სახელმწიფო პროგრამა განვიხილეთ, რომელიც უკავშირდება 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების და 2008 წლის რუსეთ - საქართველოს ომის შედეგად უგზო - უკვლოდ დაკარგულთა მოძიებას და მათი ოჯახების თანადგომას. ეს მსჯელობა წარიმართა სწორედ ამ პროგრამის შემდგომი მდგრადობის უზრუნველყოფის და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა