პაატა მანჯგალაძე - იორდანიაში ვიზიტით ღარიბაშვილი შეეცადა საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ „არა უშავს, ევროპამაც რომ უარი გვითხრას და არ მიგვიღოს, საქართველოს ლოცვა გადაარჩენს“

მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებზე სალომე ზურაბიშვილი მაინც რჩება „ქართული ოცნების“ სტრატეგიულ პარტნიორად, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.

პაატა მანჯგალაძის თქმით, პრეზიდენტი „მოწვეული ექსპერტი“ არაა და თუ მას რამე არ მოსწონს, არა მხოლოდ შეფასებებით უნდა შემოიფარგლოს, არამედ შესაბამისი ნაბიჯებიც უნდა გადადგას.

„მე პოზიცია არ შემიცვლია, მთელ რიგ სტრატეგიულ საკითხებზე ის მაინც რჩება „ქართული ოცნების“ სტრატეგიულ პარტნიორად მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის საწინააღმდეგო განცხადებებზე აფიქსირებს საწინააღმდეგო პოზიციას. პრეზიდენტი არ არის მოწვეული ექსპერტი, რომ მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლოს, პრეზიდენტის ვალდებულებაა კანონით, მისი პასუხისმგებლობაა, იმ საკითხებზე რასაც არ ეთანხმება და აქვს კომპეტენცია არა მარტო დააფიქსიროს პოზიცია, არამედ განახორციელოს კიდეც. მაგალითად, პრეზიდენტს არ მოსწონს „ქართული ოცნების“ აქტივობა ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებით, შეეძლო მოეთხოვა პარლამენტისგან, მისთვის მიეცათ შესაძლებლობა საზღვარგარეთ ვიზირების იმ ქვეყნებში, რომლებიც სკეპტიკურად არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებით. ასეთი ვიზიტი პრეზიდენტის არ გვინახავს, პირიქით, შიდა პატიმრობაშია, გამოკეტილია პრეზიდენტი, რამდენიმე კვირაა ვიზიტით არ ყოფილა.

ღიად ვთქვათ, პრეზიდენტი ერიდება ვადაზე ადრე დისკომფორტის შექმნას. ალბათ, მისი პრეზიდენტობის ბოლო პერიოდში შეეცდება, რომ ისტორიაში შევიდეს და დააფიქსიროს მისი მკვეთრი პოზიციები, მაგრამ ჯერჯერობით ვადაზე ადრე მიაჩნია განსხვავებული პოზიციების დაფიქსირება. პრეზიდენტი ცდილობს, თავი ამყოფოს კომფორტის ზონაში.

„ქართული ოცნების“ ახლანდელი ლიდერები და სალომე ზურაბიშვილი სხვადასხვა არიან, სხვადასხვა პოზიციები აქვთ, მაგრამ ერთიანები არიან ბიძინა ივანიშვილის წიაღში. აი, ასე დავინახოთ ეს პროცესი, კონკურენციაშიც არიან, აკრიტიკებენ კიდევაც ერთმანეთს, მაგრამ მათ აერთიანებს საერთო და ეს არის ბიძინა ივანიშვილი. თქვენ ვერ ნახავთ ვერცერთ განცხადებას სალომე ზურაბიშვილის, რომელიც მკვეთრად უპირისპირდებოდეს ბიძინა ივანიშვილის გენერალურ ხაზს, რომ საქართველო არ უნდა გახდეს დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

პაატა მანჯგალაძემ გადაცემაში პრემიერ-მინისტრის იორდანიაში ვიზიტის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი შეეცადა საზოგადოებისთვის ეთქვა, რომ „არა უშავს, ევროპამაც რომ უარი გვითხრას და ევროპაშიც არ მიგვიღოს, საქართველოს ლოცვა გადაარჩენს“.

„პრემიერ-მინისტრმა რა გააკეთა? წავიდა აზიურ ტურნეში, იორდანიაში და ფსევდოქრისტიანულ ღირებულებაზე ამოფარებით შეეცადა ეთქვა ირიბად საზოგადოებისთვის, რომ არა უშავს, ევროპამაც რომ უარი გვითხრას და ევროპაშიც არ მიგვიღოს, საქართველოს გადაარჩენს ლოცვა. მივმართავ ახლა ჩვენს მოქალაქეებს, რომელს უფრო ენდობა, ირაკლი ღარიბაშვილის ლოცვის ძალას და მადლს თუ იმას, რომ ვიქნებით ნატო-ს წევრები და ვიქნებით დაცულები, ვიცხოვრებთ კარგად, რადგან ვიქნებით ევროკავშირის წევრები? რომლის უფრო გვჯერა, ღარიბაშვილი ილოცებს და გადავრჩებით თუ გადავრჩებით და ვიქნებით ევროპასთან ერთად?“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
კახა ოქრიაშვილი - "ღალატის პარტიას" არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
დავით ზილფიმიანი მიმართვას ავრცელებს
PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესდაჯილდოების - „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამარჯვებულია
„წისქვილი მცხეთაში“ – „წისქვილი ჯგუფის“ სარესტორნო ქსელს დღეიდან კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება
„იმპექსში“ ყოველკვირეული, უპრეცედენტო შეთავაზებები იწყება
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის - ლიბერთის და “ტელეკლინიკა - MyDoc“-ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა
„აპარტ დეველოპმენტმა“ ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება
სოსო ტყემალაძე - აბასთუმნის კურორტის განვითარებისთვის, რომლის ინიციატივა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის, 1.3 მილიარდი ლარი დაიხარჯება
ბილბორდი - საქართველო - BILLBOARD GEORGIA - საქართველოში მუსიკალურ ჩარტებსა და სიახლეებს შემოიტანს