ნიკოლოზ სამხარაძე - სლოვაკეთის მხრიდან მივიღეთ უპირობო გზავნილი, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე, ბრატისლავაში ვიზიტის ფარგლებში, სლოვაკეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერს, მილან ლავრენჩიკს და თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარეს, იურაი კრუპას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრებზე საუბრის ძირითადი თემები იყო საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ნატო-ს მოახლოებული სამიტი.

„სლოვაკეთის მხრიდან მივიღეთ უპირობო გზავნილი, რომ მხარს დაუჭერენ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ასევე, მხარს დაუჭერენ ნატო-ს მადრიდის კომუნიკეში უფრო მკაფიო სიგნალებს საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

ამასთან, შეხვედრისას, საუბარი შეეხო ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების განვითარებას. სლოვაკურმა მხარემ გამოთქვა ინტერესი საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ისინი ოფიციალური ვიზიტით მოიწვია საქართველოში.

ნიკოლოზ სამხარაძემ სლოვაკ კოლეგებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და რუსეთის მხრიდან გადადგმულ აგრესიულ, მათ შორის, ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებზე.

მხარეებმა ასევე, განიხილეს შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების საკითხები. სლოვაკეთის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს საქართველოს მასტაბილიზირებელ როლს სამხერთ კავკასიაში და მის მნიშვნელობას შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა