იაგო ხვიჩია - სალომე ზურაბიშვილიც „ქართული ოცნების“ ნაწილია, გუნდში ხშირად ხდება გაუგებრობები, მაგრამ ის საქმით არასდროს წასულა „ოცნების“ წინააღმდეგ

სალომე ზურაბიშვილიც "ქართული ოცნების" ნაწილია, გუნდში ხშირად ხდება კონფლიქტები და გაუგებრობები, მაგრამ მას მე სერიოზულ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, რადგან სალომე ზურაბიშვილს საქმით არასდროს გამოუხატავს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ წასვლა, - ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

ამასთან, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობაზე განცხადებებს ხვიჩია "მოთქმად" აფასებს, ხოლო გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენის დროულობასთან დაკავშირებით ზურაბიშვილის აზრს ეთანხმება.

"ქართული ოცნების" შიგნით არსებული დაპირისპირებები და გაუგებრობები მე მგონი, "ქართული ოცნების" შიდა სამზარეულოა, არ მინდა ამაში ჩავერიო. მე ეჭვი არ მეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილიც "ქართული ოცნების" ნაწილია. გუნდში ხშირად ხდება გარკვეული კონფლიქტები და გაუგებრობები, მაგრამ მას მე სერიოზულ მნიშვნელობას არ მივანიჭებდი, რადგან სალომე ზურაბიშვილს საქმით არასდროს გამოუხატავს "ქართული ოცნების" წინააღმდეგ წასვლა.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას, გაგიკვირდებათ და ვეთანხმები ზურაბიშვილს, რადგან დანაშაული რასაც ედავებიან გვარამიას, თუ მას დანაშაულად ჩავთვლით, ჩადენილია 7 წლის წინ და თუ ეს 7 წელი მოითმინა ამ საქმემ, მე-8 წელიც შეეძლო მოეთმინა ან პირველივე წელს შეიძლებოდა ამის გახსნა, ასე რომ, ეს ელემენტარული ჭეშმარიტებაა (რასაც ამ საქმეზე ზურაბიშვილი ამბობს). მიხეილ სააკაშვილს რაც შეეხება, მე უბრალოდ არ მჯერა, რომ სამედიცინო დასკვნით მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ საზღვარგარეთ სამკურნალოდ, მგონია, რომ ამის ერთადერთი გზა არის "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა და მტრობის დამთავრება. ამის შემდეგ რჩება საშუალება იმის, რომ დავიწყოთ სერიოზული ლაპარაკი ამ თემაზე, ახლა ეს უფრო მოთქმას წააგავს ვიდრე სერიოზულ ლაპარაკს სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის შესახებ",- განაცხადა ხვიჩიამ.

რაც შეეხება ზურაბიშვილის განცხადებებს, რომ ოპოზიცია სარგებლობს ხელისუფლების შეცდომებით და საუბრობს ამაზე პარტნიორებთან, ხვიჩია ამბობს, რომ ამ კრიტიკას საკუთარ თავზე არ იღებს, რადგან სტრასბურგში 2013 წლის შემდეგ არ ყოფილა.

„მე ვერ მივიღებ ზურაბიშვილის კრიტიკას, რადგან საუბარი იყო იმაზე, რომ ნაცები სტრასბურგში სადღაც ოთახებში დაძვრებიან და ცუდ საქმეს აკეთებენ, მე ბოლოს სტრასბურგში 2013 წელს ვიყავი, შეუძლებელია ეს ჩემს თავზე მივიღო. ზოგადად პასუხისმგებლობა პოლიტიკურ სპექტრს ეკისრება, მათ შორის, ოპოზიციასაც, უბრალოდ ეს ახლოს ვერ მივა ხელისუფლების პასუხისმგებლობასთან, რადგან მას შეუძლია ქართველი ხალხის გზავნილი ევროპელებს გასაგებად უთხრას, თუ ამას მოინდომებს",- განაცხადა ხვიჩიამ.

ხათუნა ბურკაძე - ნატო რუსეთის აგრესიის პირისპირ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერას ზრდის, რაც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისათვის ახალ შესაძლებლობებს ქმნის
გიორგი კაჭარავა - ევროკავშირის გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინებით, ამ ეტაპზე საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა ევროპული სტრუქტურების შეცდომა იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 30.06.2022
ირაკლი მელაშვილი - საფრთხე იმისა, რომ ხელისუფლებისთვის ბრძოლა წინა პლანზე წამოვიდეს და ამან შეიწიროს ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ძალიან დიდია - არც ერთ აქტორს არ ეტყობა ქვეყანაში შემცირდეს პოლარიზაცია
კახა ოქრიაშვილი - "ღალატის პარტიას" არ სურს, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა
დავით ზილფიმიანი მიმართვას ავრცელებს
PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნესდაჯილდოების - „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამარჯვებულია
„წისქვილი მცხეთაში“ – „წისქვილი ჯგუფის“ სარესტორნო ქსელს დღეიდან კიდევ ერთი გამორჩეული რესტორანი ემატება
„იმპექსში“ ყოველკვირეული, უპრეცედენტო შეთავაზებები იწყება
ახალი ლიბერთი ახალი ცხოვრებისათვის - ლიბერთის და “ტელეკლინიკა - MyDoc“-ის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის პროგრამა
„აპარტ დეველოპმენტმა“ ახალი გაყიდვების ოფისი გახსნა
თბილისში დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა
„ვენდისსა“ და „დანკინში“ „დორას“ „მამალოები“ უკვე წარმატებით იყიდება