ლევან დავითაშვილი - ჩვენ მივესალმებით ინოვაციებს ენერგეტიკაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სლოვაკურ კომპანია „ინობატ ენერჯის" (Inobat Energy) შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა წერილს, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას საქართველოში დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერგვა - განვითარების კუთხით. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების განცხადებით, ხელმოწერა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

ასევე, საქართველოს მხრიდან განზრახულობათა წერილს ხელი მოაწერა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„კომპანია „ინობატ ენერჯი" ბატარეების წარმოების კუთხით მრავალწლიანი გამოცდილების მქონე მოწინავე ევროპული კომპანიაა. მასთან თანამშრომლობა ითვალისწინებს ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის მოქნილობის და საიმედოობის გაუმჯობესებას, აგრეთვე ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას. ჩვენ ვგეგმავთ საქართველოში დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერგვის საპილოტე პროექტის განხორციელებას, რომლის შედეგებზეც მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული ამ ტექნოლოგიური სიახლის შემდგომი დანერგვა ქვეყნის ენერგეტიკულ მეურნეობაში. ჩვენ მივესალმებით ინოვაციებს ენერგეტიკაში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების განმტკიცებას", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

სამინისტროს ცნობით, დამაგროვებელი ბატარეების ტექნოლოგიის დანერვისა და განვითარების პროექტში სლოვაკური კომპანიის „ინობატ ენერჯის" პარტნიორი სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი" იქნება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა