გიორგი გახარია - როცა საქმე ეხება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ეშმაკსაც უპრობლემოდ გავუწვდი ხელს - როცა საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ნიკა მელიას და კობახიძეს კი არა, ვისაც გინდა იმას ჩამოვართმევ ხელს

მზად ვარ კომპრომისზე წავიდე ყველასთან, ვისთვისაც სახელმწიფოს ინტერესები პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას. მაშინ, როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ეშმაკსაც უპრობლემოდ გავუწვდი ხელს, - ასე უპასუხა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ წამყვანის შეკითხვას, არის თუ არა მზად წავიდეს კომპრომისზე და დიალოგის ხელი გაუწოდოს ოპოზიციურ პარტიებს.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, გახარიას შეფასებით, უმჯობესია გავჩუმდეთ, ვინაიდან „ევროპარლამენტარებს ვეუბნებით, რომ ჩვენ უფრო ევროპელები ვართ ვიდრე თქვენ და აშშ მეორე ფრონტით გვაშანტაჟებს“, რაც სისულელეა.

„მზად ვარ კომპრომისზე წავიდე ყველასთან, ვისთვისაც სახელმწიფოს ინტერესები დგას პირად და პარტიულ ინტერესებზე მაღლა. მაშინ როდესაც საქმე ეხება საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, ეშმაკსაც უპრობლემოდ გავუწვდი ხელს. როდესაც საქმე ეხება ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას, ნიკა მელიას და კობახიძეს კი არა, ვისაც გინდა იმას ჩამოვართმევ ხელს, ეს არის მიდგომა. მაგრამ, როდესაც ეს ხალხი ერთმანეთს რაღაცას აბრალებს, მაშინ უბრალოდ ვეუბნები, რომ გაჩუმდით! 3 კვირა რა გახდა ვერ ვხვდები, არ შეუძლიათ სხვა რამეზე ილაპარაკონ?! რა უკეთესია, რომ გამოვიდნენ და სტრატეგიულ პარტნიორებს ღალატი ან ახალი ფრონტის გახსნა დააბრალონ?

ეს კარები დაიკეტება, ვინმეს ხომ არ ჰგონია, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივის აჩქარება შესაძლებელია ამ ომის გარდა, ახლა ეს შესაძლებლობა არსებობს. 2024 წელს რომ შეიტანდნენ განაცხადს, იქ ხომ საერთოდ ვარსკვლავებს მოწყვეტდნენ, ვერაფერსაც ვერ იზამდნენ. ამიტომ, ჯობია გავჩუმდეთ, ევროპარლამენტარებს ვეუბნებით, რომ ჩვენ უფრო ევროპელები ვართ ვიდრე თქვენ და აშშ მეორე ფრონტით გვაშანტაჟებსო, რა სისულელეა. წარუმატებლობის შემთხვევაში ეს მარცხი ყველა ჩვენგანის იქნება, პასუხისმგებლობა კი პოლიტიკოსების“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა