რატი ბრეგაძე - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზში არ არის არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც არ იკურნება საქართველოში

პრაქტიკა იმისა, რომ მსჯავრდებული პატიმარი სამკურნალოდ გაყვანილი იყოს ქვეყნის გარეთ არ არსებობს - რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზში არ არის არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც არ იკურნება საქართველოში, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იმისთვის, რომ ადამიანმა შეძლოს საზღვარგარეთ წასვლა, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული და არ უნდა იხდიდეს სასჯელს საქართველოში.

„თუ საუბარია იმაზე, რომ ადამიანი უნდა იყოს გაყვანილი საზღვარგარეთ, მას უნდა გადაუვადდეს სასჯელი, ან უნდა გათავისუფლეს სასჯელისგან. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო, იუსტიციის სამინისტრო მოქმედებს კანონის შესაბამისად და რასაც გადაწყვეტს სასამართლო, ჩვენი მოქმედებაც იქნება იმის შესაბამისი. პრაქტიკა იმისა, რომ მსჯავრდებული პატიმარი სამკურნალოდ გაყვანილი იყოს ქვეყნის გარეთ არ არსებობს. ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვცეთ პატივი ჩვენს ექიმებს და სამედიცინო პერსონალს, რომელიც არის მაღალკვალიფიციური, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიხეილ სააკაშვილის დიაგნოზში არ არის არცერთი ისეთი დაავადება, რომელიც არ იკურნება საქართველოში“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო