რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ გერმანიის ბუნდესტაგმა 100 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვის ფონდი შექმნა

რუსეთის უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, გერმანიის ბუნდესტაგმა 100 მილიარდი ევროს ოდენობის თავდაცვის ფონდი შექმნა.

Reuters-ის ინფორმაციით, ფონდიდან დაახლოებით 50 მილიარდი ევრო განკუთვნილია რეგულარული თავდაცვის ბიუჯეტის შესავსებად, რათა გერმანიას არმიის აღდგენაში დაეხმაროს. ამასთან, ფონდმა გერმანიას უნდა მისცეს საშუალება, მიაღწიოს ნატოს მიზანს და ყოველწლიურად ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის 2% თავდაცვაზე დახარჯოს.

აღსანიშნავია, რომ ბუნდესტაგის გადაწყვეტილებას ოფიციალური მოსკოვი გამოეხმაურა. კრემლმა გერმანია "რემილიტარიზაციაში" დაადანაშაულა, რადგან მათი ინფორმაციით, გერმანიის სამხედრო ხარჯების გაზრდა უსაფრთხოების რისკებს ზრდის.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება