დუბლინში, სადაც ALDE- ს ყრილობა მიმდინარეობს, "სტრატეგია აღმაშენებლის", "თავისუფალი დემოკრატების", "რესპუბლიკური პარტიის", "გირჩი-მეტი თავისუფლების" და "ლელოს" ინიციატივით, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს

დუბლინში, სადაც ALDE- ს ყრილობა მიმდინარეობს, "სტრატეგია აღმაშენებლის", "თავისუფალი დემოკრატების", "რესპუბლიკური პარტიის", "გირჩი-მეტი თავისუფლების" და" ლელოს" ინიციატივით, საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღეს,რომელიც ქვეყნის ევროინტეგრაციის საკითხს შეეხება.

„ეს არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური მხარდაჭერა ევროპის ერთ-ერთი უძლიერესი ალიანსის მხრიდან. რეზოლუცია, რომელიც „ალდეს“ წევრი ქართული ოპოზიციური პარტიების ძალისხმევით მიიღეს, მნიშვნელოვანი სტიმული იქნება ევროსაბჭოსთვის, საქართველოს საკითხის განხილვის პროცესში“, - ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დუბლინში ორი დღეა ALDE ს ყრილობა მიმდინარეობს. ALDE აერთიანებს ევროკავშირის წამყვან პარტიებს, მათ შორის საფრანგეთის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ლუქსემბურგის, გერმანიის, ესტონეთის მმართველ პარტიებს, 100-ზე მეტ ევროპარლამენტარს, 6 ევროკომისარს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და 79 მოქმედ მინისტრს.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს