საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები ევროკავშირის ლიდერებს - საქართველო მენტალურად და ემოციურად დასავლეთის ნაწილია

საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები ევროკავშირის ლიდერებს - ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს,ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს, ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს და უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში, ჟოზეფ ბორელს წერილით მიმართავენ.

წერილში დეპუტატები აცხადებენ, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ქართველი ერი მენტალურად და ემოციურად დასავლეთის ნაწილია.

„ქალბატონებო და ბატონებო, წინამდებარე მიმართვის ავტორები გახლავართ საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატები, რომლებმაც 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა გამოვაცხადეთ და საქართველოს მომავლად დასავლეთთან ინტეგრაცია ვაღიარეთ.

ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ისტორიის ერთ-ერთ გადამწყვეტ მომენტში მოგმართავთ თხოვნით, გაითვალისწინოთ შემდეგი:

საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ათასწლეულთა მანძილზე საქართველოს უწყვეტი მისწრაფებაა დასავლეთის სამყაროს ორგანულ წევრად ფუნქციონირება, იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთ სამყაროს სულისკვეთების მატარებელნი ვართ და შესაბამისად მთელი ჩვენი დღევანდელი ისტორიის მანძილზე ჩვენი ერი მენტალურად და ემოციურად დასავლეთის ნაწილია. ღირებულებათა დასავლური სისტემა საქართველოში უალტერნატივოა, ყოველთვის იყო და არის შემდეგ პარამეტრებში:

ქართული ფეოდალიზმი ფსიქოლოგიურად და ორგანიზაციულად არის დასავლური ტიპისა, დამყარებულია კანონზე და არა დესპოტიის ტიპისა.

შესაბამისად დასავლური ტიპის საზოგადოებასთან ეძებს კავშირს.

ჩრდილო კავკასიის მოსახლეობა, რომელიც შემადგენლობით ძირთადად კავკასიურ მოდგმას ეკუთვნის, საქართველოში უწყვეტი და შეუვალი ტრადიციით განიხილება, როგორც საქართველოს ბუნებითი მოკავშირე. კავკასიის მოსახლეობა თითქმის უგამონაკლისოდ შედგება 4 ეთნიკური ჯგუფისგან: ა) ქართველური ტომები, ბ) ვაინახური ეთნოსისგან, გ) აფხაზურ-ადიღური ტომებისგან, დ) დაღესტნური ეთნოსი.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არის ის შანსი, რომელიც ქართველ ხალხს მისცემს საშუალებას პოლიტიკური რეფორმის განხორციელებისა და სამართლიანი საარჩევნო სისტემის დახვეწა-სრულყოფისათვის, დასავლური ტიპის მართლმსაჯულების განვითარებისთვის, მედიის ხელშეუხებლობისთვის, რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს თავისუფლება, სამართლიანობა, დემოკრატია და კეთილდღეობა“,- ნათქვამია წერილში.

წერილს ხელს აწერენ: ნ. ნათაძე, ა. ასათიანი, რ. მეტრეველი, გ. ხოშტარია, ა. იმნაძე, არქიმანდრიტი ილია (კავსაძე), დეკანოზი როსტომი (ლორთქიფანიძე), თ. ყურაშვილი, მ. ნათაძე, თ. მჟავია, ნ. მგალობლიშვილი, ჯ. საჯაია, გ. პაპუნიძე, რ. ცხომელიძე, ნ. მამულიძე, ა. კუდბა, თ. დიასამიძე, ს. ზვიადაზე, გ. თალაკვაძე, თ. შაშიაშვილი, დ. ფიროსმანაშვილი, ნ. სანებლიძე, პ. ჩხეიძე, ზ. ბოკუჩავა, თ. დიხამინჯია, გ. ჩორგოლაშვილი, დ. კუპრეიშვილი, გ. ურიათმყოფელი, პ. ბარათაშვილი, თ. გველესიანი, გ. ლობჟანიძე, ა. სიჭინავა, პ. კოღუაშვილი.

იხილეთ წერილი

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო