გიგი უგულავა - როდესაც ხელისუფლება არ ვარგა, ევროპული საზოგადოება შესაბამისად მოქმედებს და ცვლის - ჩვენმა საზოგადოებამ უნდა ჩააბაროს გამოცდა, ვართ თუ არა ევროპული საზოგადოება

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის გიგი უგულავას განცხადებით, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, სურს თუ არა ევროპული ოჯახის წევრობა.

როგორც მან რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ხელისუფლება არ ვარგა, საზოგადოება ცვლის.

"ისტორიის განმავლობაში დღეს მართლაც ასე გვიდგას საკითხი, რეალურად ევროპისკენ მივდივართ, ერთი და იგივე ადგილზე ვართ, თუ ისევ რუსეთის ორბიტაზე აღმოვჩნდებით, ეს პირველ რიგში, საზოგადოებაზეა დამოკიდებული. ამ საზოგადოებას ვერაფერი შეაჩერებს, არა პოლიტიკური ელიტა, არამედ პირველ რიგში, საზოგადოება იქმნება. ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ხელისუფლება არ გვივარგა და ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ როდესაც ხელისუფლება არ ვარგა, ევროპული საზოგადოება შესაბამისად მოქმედებს და ხელისუფლებას ცვლის. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მანამ, სანამ განსხვავებულს პატივს არ ვცემთ და ამაზე მარტო იმას ვიტყვით, კონსტიტუციაში კი წერია, მაგრამ ისე მე არ მაინტერესებს, მანამდე წინ ვერ წავალთ. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა ჩააბაროს ეს გამოცდა, ვართ თუ არა ევროპული საზოგადოება", - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, რესპუბლიკის მოედანზე მოქალაქეები აქციას მართავენ. აქციის მიზანია, მთელ მსოფლიოს აჩვენონ, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი ურყევია და ხალხს ევროპული ოჯახის წევრობა სურს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო