ჯოზეფ ბორელი - მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთი უშუალოდ არის პასუხისმგებელი - პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა დაასრულოს

პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა დაასრულოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელმა "ტვიტერის" გვერდზე დაწერა.

ბორელის თქმით, მსოფლიოში შექმნილ მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთია პასუხისმგებელი

"აგრესიის ომები დაუშვებელია. ევროკავშირის სანქციების მიზანშია რუსეთის უნარი, რომ ომი გააგრძელოს. რუსეთის მიერ, უკრაინის პორტების მუდმივი ბლოკადა, ტონობით მარცვლეულის ექსპორტს ხელს უშლის, როგორიც არის: სიმინდი და ხორბალი, რომლებიც ახლა უკრაინაში, მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელშია ჩარჩენილი. საერთაშორისო ვაჭრობაში მარცვლეულის დეფიციტზე რუსეთი უშუალოდ არის პასუხისმგებელი და ამ აგრესიის შეწყვეტის ნაცვლად, საერთაშორისო სანქციებზე პასუხისმგებლობის გადატანას აქტიურად ცდილობს. ეს არის დეზინფორმაცია. ევროკავშირი, ომის შედეგების გადაწყვეტის საქმეში მსოფლიოს ქვეყნებთან ერთად სრულ სოლიდარობას გააგრძელებს. პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომი უნდა დაასრულოს, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს მთელი საერთაშორისო საზოგადოების ინტერესებშია. ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ", - წერს ბორელი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა