პროდიუსერი - მერაბ სეფაშვილის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსების საჭიროება არ დამდგარა - დღეს შედარებით კარგად საუბრობს, ექიმმა თქვა, რომ დაავადებას მოვერევით

მერაბ სეფაშვილს ფილტვების ანთება და სეფსისი აქვს - რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ, მკურნალობას პალატაში გადის, - ამის შესახებ მომღერალ მერაბ სეფაშვილის პროდიუსერმა გია გოგორიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, მომღერლის რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსების საჭიროება არ დამდგარა, შესაბამისად, ის პალატაშია მოთავსებული.

„უკეთესობაა, სიცხემ დაუწია. დღეს ვესაუბრეთ, შედარებით კარგად საუბრობს. ექიმმა ლევან რატიანმა როგორც გვითხრა, ფილტვების ანთება და სეფსისი აქვს. სეფსისი ჩვენთვისაც „სიურპრიზი“ იყო. პროცესი მიდის, ექიმმა თქვა უნდა ვუმკურნალოთ და მოვერევით, ყველაფერი კარგად იქნებაო. რაც მთავარია, მკურნალობას ექვემდებარება, არ გართულებულა, რეანიმაციულ განყოფილებაში არ გადაუყვანიათ და პალატაში გადის მკურნალობას", - განაცხადა გია გოგორიშვილმა გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტირებისას.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა