ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს ულოცავს

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს პრემიერი ლი კეციანი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს ულოცავს.

ლი კეციანის თქმით, დიპლომატიური კავშირების დამყარების შემდეგ 30 წლის განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცედ და სტაბილურად ვითარდება.

“ჩინეთის მთავრობის და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ თქვენ, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს და გისურვებთ წარმატებებს.

დიპლომატიური კავშირების დამყარების შემდეგ ამ 30 წლის განმავლობაში ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები მტკიცედ და სტაბილურად ვითარდება, პოლიტიკური ნდობა მხარეებს შორის იზრდება, სხვადასხვა სფეროში შეინიშნება პრაგმატული თანამშრომლობის დამაჯერებელი წინსვლა, ხოლო მოქალაქეთა შორის ურთიერთობები და კულტურული გაცვლა სულ უფრო მტკიცე ხდება.

ჩემი სურვილია თქვენთან თანამშრომლობა და ჩვენ შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავის გამოყენება, როგორც სხვადასხვა სფეროში ჩვენი ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების, ასევე ჩვენი ქვეყნებისა და ერების სასიკეთოდ ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების და მეგობრობის კონოტაციის გაფართოების შესაძლებლობა.

გისურვებთ ჯანმრთელობას და წარმატებას თქვენს საქმიანობაში.

გაუმარჯოს ჩინეთ-საქართველოს მარადიულ მეგობრობას!”, - აღნიშნავს ლი კეციანი.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მირიან მირიანაშვილი - დღეს მსოფლიო პოლიტიკის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, დათანხმდება თუ არ რუსეთი უკრაინაში განსათავსებელი სამშვიდობო ძალების შემადგენლობაში ნატოს წევრი ევროპული სახელმწიფოების სამშვიდობო ძალების მონაწილეობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
ჰეპატოლოგი - როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მეტაბოლურ დისფუნქციასთან ასოცირებული ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება გაქვთ
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა
არქიმ პირველი ბრენდული სასტუმრო ibis Tbilisi City გახსნა
ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების დამფუძნებელმა წევრებმა 2025 წლის გეგმები და პრიორიტეტული პროექტები განიხილეს