ნათია თურნავა - ჩემთვის დიდი პატივია, მომეცეს შესაძლებლობა, შევუერთდე ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალ გუნდს

ჩემთვის მართლაც ძალიან დიდი პატივი და ამავდროულად, დიდი გამოწვევაა, მომეცეს შესაძლებლობა შევუერთდე ეროვნული ბანკის მაღალპროფესიონალ გუნდს, როგორც საბჭოს წევრი, იმ შემთხვევაში თუკი პარლამენტი მხარს დამიჭერს, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„პირველ რიგში, მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომეს ზურაბიშვილის იმ ნდობისთვის, რაც მან გამომიცხადა. ვფიქრობ, რომ ჩემი გამოცდილება და ეკონომიკური სექტორის დეტალური ცოდნა, ის პროექტები, რისი განხორციელებაც ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან ერთად მოვახდინეთ, მომცემს საშუალებას, ჩემი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის საქმიანობაში. ვფიქრობ, რომ დღეს არის საკმაოდ რთული პერიოდი მსოფლიოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის და ეროვნული ბანკის წინაშე დგას ახალი გამოწვევები. ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც დღეს ვხედავთ და ამას ეროვნული ბანკიც ეთანხმება, არის ინფლაცია და გლობალური პრობლემა, რომელიც ყველა ქვეყანას, ჩვენზე მეტად განვითარებულ ქვეყნებს დაუდგა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკის გამკაცრებული ადეკვატური მონეტარული პოლიტიკა არის სწორედ ის, რაც პასუხობს ინფლაციას.

„შესაბამისად, ეკონომიკის თანდათან გაჯანსაღების ფონზე დარწმუნებული ვართ, რომ ამ გამოწვევასაც ეტაპობრივად გადავლახავთ. სწორედ ამ გამოწვევებით სავსე, მაგრამ საინტერესო დროს მინდა, რომ აღმოვჩნდე ეროვნული ბანკის საბჭოში და ჩემი წვლილი, ჩემი სარგებელი მოვუტანო ჩვენს ქვეყანას.

მე წარდგენილი ვარ, როგორც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი. ჩემთვის დიდი პატივია, რომ ამ ფორმატში, ამ სტატუსში შევუერთდე ეროვნულ ბანკს. ეროვნულ ბანკს ჰყავს პროფესიონალი პრეზიდენტი. ჩემთვის დიდი პატივი და ერთი სიამოვნებაა ვიმუშაო პრეზიდენტთან და ვიცე- პრეზიდენტებთან ერთად“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო