პრემიერი - გაოცებულები მიყვებოდნენ ევროპელი კოლეგები, დესტრუქციული ძალების მიერ თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა წამოწყებული ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ - საქართველო ელოდება ევროპელების ბრძნულ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას!

საქართველო უნდა გახდეს და გახდება აუცილებლად ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო ელოდება ევროპელების ბრძნულ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას!

„ჩვენ 2024 წელს ვაპირებდით ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანას, მაგრამ არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, ვადაზე ადრე შევიტანეთ განაცხადი. ველოდებით ჩვენი ევროპელების, ბრძნულ, სწორ და სამართლიან გადაწყვეტილებას. ჩვენ არაფერს ვითხოვთ, ჩვენ ვითხოვთ სწორ, სამართლიან შეფასებასა და გადაწყვეტილებას, ვინაიდან ჩვენი ხალხი მას შემდეგ, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა, მიყვება ჩვენს ძირითად გეზსა და პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო უნდა გახდეს და გახდება აუცილებლად ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. ჩვენ ახლა მშვიდად, მტკიცედ დაველოდებით გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, ჩვენთვის არავითარი შემაფერხებელი არ იქნება, ისედაც და ასედაც გავაგრძელებთ რეფორმებს და ბოლომდე მივიყვანთ ჩვენს გასაკეთებელ საქმეს.

სამწუხაროა, ის ფაქტი, რომ ჩვენ შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები, ცდილობდნენ და ცდილობენ, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით უცხოურ მედიაში, პრესაში, მათი შეხვედრებით ბრიუსელში... გაოცებულები მიყვებოდნენ ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი და უპასუხისმგებლო კამპანია არის წამოწყებული საკუთარი ქვეყნის, მოქალაქეების წინააღმდეგ. გახსოვთ, მაშინ, როცა უვიზო რეჟიმზე იყო მიღებული გადაწყვეტილება, არწმუნებდნენ, სთხოვდნენ, რომ რამენაირად არ მიეცათ უვიზო რეჟიმი ქართველებისთვის, რომ იქნებ ამ მთავრობის დროს არ მოხდეს. იგივე ხდება ახლაც, მაგრამ მე მჯერა, რომ ევროკავშირში არიან ბრძენი, გონიერი პოლიტიკოსები და ისინი მიიღებენ გონივრულ, ბრძნულ და სამართლიან გადაწყვეტილება““,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა