ნათია თურნავა - ეროვნული ბანკი არის სრულიად დეპოლიტიზირებული და დამოუკიდებელი, რაც მისი ფუნდამენტური პრინციპია

მთავრობის ეკონომიკის გუნდსა და ეროვნულ ბანკს შორის ბოლო წლებში კომუნიკაციის ხარისხი ყოველთვის საკმაოდ მაღალი და ეფექტური იყო, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ პარლამენტში, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ კომუნიკაციის ეფექტიანობა და საჭიროება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა იმ გლობალური გამოწვევების პერიოდში, რის წინაშეც დღეს მთელი მსოფლიოა.

„შესაძლოა, რიგ საკითხებზე იყო და შეიძლება მომავალშიც იყოს აზრთა სხვადასხვაობა, დისკუსია, კამათი, მაგრამ პრინციპულ საკითხებში, მათ შორის როგორიცაა ანტიინფლაციური პოლიტიკა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, გადაწყვეტილება მიიღებოდა კოორდინირებულად. თუმცა აქვე ხაზს გავუსვამ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპია ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და კონსტიტუციით არის გარანტირებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეროვნული ბანკი ყოველთვის იჩენს პრინციპულობას და ამ თვალსაზრისით დიდ პატივს სცემს ამ პრინციპს.

„ ჩემთვის უპირატესია დამოუკიდებლობის ეს პრინციპი და ასეც იქნება. გვახსოვს წინა პერიოდები, 2012 წლამდე, როდესაც ეროვნული ბანკი იქცეოდა პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად. ეს პერიოდი დასრულდა და არასდროს განმეორდება. ეროვნული ბანკი არის დამოუკიდებელი თავის პოლიტიკაშიც და სრულიად დეპოლიტიზირებული, სრულიად თავისუფალი ნებისმიერი პოლიტიკური კონიუნქტურისგან და მე ამას დიდ პატივს ვცემ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს