გიგა ბოკერია - საოცარი "მუცლით მეზღაპრეა" ღარიბაშვილი, სცენა წარმოვიდგინოთ, ღარიბაშვილი ზის და ევროპელები გაოცებას უზიარებენ, როგორი ცუდი ოპოზიცია გყავსო - ხომ უნდა მოიფიქრო?

საოცარი "მუცლით მეზღაპრეა" ღარიბაშვილი, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, გიგა ბოკერია პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთბულ განცხადებებს.

როგორც ბოკერია აცხადებს, ვიდრე ივანიშვილის გარემოცვაა ხელისუფლებაში ქვეყნის შანსი არის ნულის ტოლი.

„საოცარი მუცლით მეზღაპრეა ღარიბაშვილი, მართლა გამორჩეული. სცენა რომ წარმოვიდგინოთ, ღარიბაშვილი ზის და ევროპელები გაოცებას უზიარებენ, როგორი ცუდი ოპოზიცია გყავსო. ხომ უნდა მოიფიქრო ეგეთი ბოდვა? ჩვენ საშუალება არ უნდა მივცეთ, რომ ასეთი ბოდვითი ნიაღვრით ვინმე შეცდომაში შეიყვანოს. მთავრობაში არიან ივანიშვილი და მისი პაიკები და ამაზე პასუხისმგებლები ისინი არიან. საქართველოსთვის მწარე სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სანამ ეს კაცი და მისი გარემოცვა არის ხელისუფლებაში, ღარიბაშვილის, ან ნებისმიერი სხვისი სახით, ჩვენი შანსი, რეალური თავისუფლების მოპოვების, თავისუფალ სამყაროში დაბრუნების, დაცულობისა და სამშვიდობოს გასვლის, სამწუხაროდ, არის ნული“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ გაოცებულები უყვებოდნენ ევროპელი კოლეგები, დესტრუქციული ძალების მიერ თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა წამოწყებული ქვეყნის წინააღმდეგ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა