პარლამენტი ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს 9 ივნისს განიხილავს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განმარტა, რა საკითხებზე იმსჯელა დღეს უმრავლესობამ.

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, 9 ივნისს პარლამენტი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრის, დეპუტატ ზაალ უდუმაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს განიხილავს.

ამასთან, მდინარაძის თქმით, მიმდინარე კვირაში "მინისტრის საათის" ფორმატში მოუსმენენ თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს.

„ხვალინდელი დღე ტრადიციულად გაიხსნება პოლიტიკური განცხადებებით და ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე დასამტკიცებლად იქნება კენჭისყრა. გუნდის სახელით შემიძლია გითხრათ, რომ ნათია თურნავას ჩვენი მხარდაჭერა ექნება.

ოთხშაბათს გვექნება პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანგარიში, რომელსაც რეგლამენტის თანახმად, მთავრობის სრული შემადგენლობა ესწრება.

ხუთშაბათს განვიხილავთ მიმდინარე საკითხებს, მიმდინარე კანონპროექტებს და განვიხილავთ პარლამენტის წევრის, ზაალ უდუმაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, იქნება კენჭისყრები, ამის შემდეგ იქნება „მინისტრის საათი“ და პარლამენტში თავდაცვის მინისტრი წარსდგება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

როგორც ცნობილია, ზაალ უდუმაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და როგორც თავად განაცხადა, საქმიანობას მედიაში გააგრძელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს