საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა

„ეროვნული ბანკის საბჭო უნდა გახდეს კიდევ უფრო ქმედითი და აიღოს მეტი პასუხისმგებლობა მაკროეკონომიკური, მონეტარული და ფინანსური სექტორის სტაბილურობის მიმართულებით. საბჭოს წევრობა არ არის პენსიაზე გასვლა და მხოლოდ მაღალანაზღაურებადი პენსია. საბჭოს წევრები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ეროვნული ბანკის საქმიანობაში, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დასაწყისში განაცხადა, სადაც ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობაზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატს ნათია თურნავას მოუსმინეს.

ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა დაასახელოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა, კომიტეტი კი იმოქმედებს რეგლამენტის შესაბამისად.

„ოპოზიციამ მოითხოვა კომიტეტის სხდომაზე, როცა ჩვენ გვექნება ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის განხილვა საბჭოს წევრების დასწრება. ჩვენ, შესაბამისი წერილით მივმართეთ ეროვნულ ბანკს და მოვიწვიეთ საბჭოს წევრები. ეს ხაზს უსვამს საბჭოს წევრების უფრო მეტად ჩართულობის მნიშვნელობას ეროვნული ბანკის საქმიანობაში", - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ კომიტეტს ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა.

ნათია თურნავამ ეროვნული ბანკის საბჭოში საკუთარ ხედვაზე და პრიორიტეტებზე ისაუბრა და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს