უკრაინის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინის არმიამ შავ ზღვაში რუსეთის ფლოტს უკან დაახევინა

უკრაინის არმიამ ქვეყნის შავი ზღვის სანაპიროდან რუსეთის ფლოტს 100 კმ-ით უკან დაახევინა - ამ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, უკრაინელებმა რუსეთის ფლოტს სრული კონტროლი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე ჩამოართვა.

„ჩვენი აქტიური ქმედებების შედეგად, რომლებიც მიმართული იყო მტრის საზღვაო ძალების დამარცხებისკენ, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემების ჯგუფს უკრაინის სანაპიროებიდან უკან დავახევინეთ. ჩვენ ჩამოვართვით რუსეთის ფლოტს სრული კონტროლი შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილზე. მოსკოვი ახლა მასზე კონტროლის აღდგენას ცდილობს“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით