გიგა ბოკერია - ევროპაში კამათს, ქვეყანაში რა მდგომარეობაა, აზრი არ აქვს, ვერც მოატყუებ - გატყუებთ ყველა, ვინც გეუბნებათ, რომ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში

ბოლო თვეები ანტიდასავლური კამპანია, სიძულვილის კამპანია გააასმაგეს, ყველა არის ომის პარტია. შეტევაზე არიან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

გიგა ბოკერიას თქმით, „ქართული ოცნების“ პირობებში არის რისკი, რომ საქართველო ევროპის ფოკუსში აღარ იყოს და „კარი დაგვეხუროს“.

„დღეს ჩვენ საუბარი გვაქვს ნაბიჯის გადადგმაზე იმ მიმართულებით, რომ არ დაგვეხუროს კარი, თორემ ახლა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე ან პირდაპირ კანდიდატის სტატუსის მიცემაზე, იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რაც გვაქვს, არ არის საუბარი, აქ ჩვენ რისკი გვაქვს, რომ საერთოდ ამ რეჟიმის „მოღვაწეობის“ შედეგად ფოკუსშიც აღარ ვიყოთ. ამიტომაა ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური გზავნილები. ევროპაში კამათს იმ ნაწილზე, ქვეყანაში რა მდგომარეობაა აზრი არ აქვს, ვერც მოატყუებ, არც თავი არ უნდა ვიმართლოთ. ამ საკითხებში ქვეყანას წარმოადგენს მთავრობა და მთავრობა უნდა აკეთებდეს ამას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ასევე, გიგა ბოკერიამ გადაცემაში აღნიშნა, რომ თუ არსებული „რეჟიმი“ არ შეიცვალა, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება და ოპოზიციის ზოგიერთი წევრის განცხადება, რომ „მოდი ყველა ერთად დავდგეთ“, უბრალოდ „ფართხალია“.

„უნდა ვუთხრათ ყველა მოქალაქეს, გატყუებთ ყველა, ვინც გეუბნებათ, რომ ოპოზიციის პასუხისმგებლობაა, მათი საქციელის ის, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული საქართველოსთან მიმართებაში, ეს ასე არ არის. იცოდეთ სიმართლე, რომც გაგვიმართლოს და გეოპოლიტიკური არგუმენტების გამო მოხდეს ის, რაც ჩვენ ყველას გვინდა, ეს არ გვიხსნის გზას სანუკვარი ამოცანისკენ, თუ ჩვენ არ შევცვალეთ ეს რეჟიმი. ყველა დანარჩენი ფართხალია, რომ მოდი ყველა ერთად დავდგეთ მაშინ, როცა მეორე მხრიდან არის პროპაგანდა, რომ ყველანი მტრები ხართ, უნდა გაგანადგუროთ“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო