სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი იტალიაში დღეს დაიწყება

საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო ვიზიტი იტალიის რესპუბლიკაში დღეს დაიწყება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია რომში „კვირინალეს“ სასახლეში გაიმართება.

დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები: იტალიის პრეზიდენტთან სერჯო მატარელასთან, პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან, სენატის თავმჯდომარე მარია ელიზაბეტა ალბერტი კაზელატისთან, დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე რობერტო ფიკოსთან, რომის მერთან, რობერტო გუალტიერისთან.

პრესსამსახურის ინფორმაციით, სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში, იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით შეხვედრის შემდეგ, საქართველოს და იტალიის პრეზიდენტები მედიისათვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოს პრეზიდენტის დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში კონსტანტინე სურგულაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ნათია სულავა, საქართველოს პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თორთლაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპის დეპარტამენტის დირექტორი ნინო ბარათაშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისა და სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში ქეთევან თათოშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი განათლების, კულტურისა და მეცნიერების საკითხებში კონსტანტინე ნაცვლიშვილი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა
ჩაირთე სილქნეტის დაბადების დღეზე სპეციალური შეთავაზებები ექსკლუზიური პირობით
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს