მამუკა მდინარაძე - ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა მიდის, ვინც ამას ახმოვანებს, ეს არის სწორედ „ომის პარტია“ და მისი თანამოაზრეების საერთო აზრი

ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა მიდის და ვინც ამას ახმოვანებს, ვიღაც ერთი და ორი სახელი და გვარი კი არ არის, ეს არის სწორედ „ომის პარტია“ და მისი თანამოაზრეების საერთო აზრი. თავი დაანებონ ომის პროპაგანდას და სხვადასხვა სპიკერის მეშვეობით ეროვნულ ინტერესებსა და ეროვნულ ფასეულობებზე თავდასხმებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს ეროვნულ ინტერესებზე დარტყმების გატესტვა. სხვადასხვა სპიკერის მეშვეობით ტესტავენ, რამდენად შეეგუება ქართული საზოგადოება და ქვეყანა თავისი წმინდანების, ისტორიის, კულტურის თუ სხვა ფასეულობების წინააღმდეგ დატყმებს.

„სხვადასხვა სპიკერის მეშვეობით ტესტავენ, რამდენად შეეგუება ქართველი, საქართველოს მოქალაქე, ქართული საზოგადოება და ზოგადად ეს ქვეყანა თავისი წმინდანების, ეროვნული იდენტობის ნაწილს ვინც წარმოადგენს, ჩვენი ისტორიის, კულტურის, თუ ასე შემდეგ სხვა ფასეულობების წინააღმდეგ დატყმებს. იმას ვერ ხვდებიან, რომ საქართველო ამას არასდროს შეეგუება. მათ რომ ჰქგონიათ ისე არ არის. თავის თავსაც დააჯერეს წლების განმავლობაში რასაც არწმუნებდნენ საზოგადოებას, რომ ევროპა პირიქითაა. მართლაც პირიქითაა ევროპა, ევროპა არის ღირებულებები, ფასეულობები, იდენტობა, შენი გუშინდელი დღე, ტრადიცია, კულტურა და მისი პატივისცემა. ამას უნდა მიხვდნენ, ჩემი აზრით, და თავი დაანებონ ერთი მხრივ, ომის პროპაგანდას და მეორე მხრივ, სხვადასხვა სპიკერის მეშვეობით ეროვნულ ინტერესებსა და ეროვნულ ფასეულობებზე თავდასხმებს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები აქამდე თუ ომის თემას ემიჯნებოდნენ, ახლა ამაზე ღიად საუბრობენ, უკვე მიდის ომის საკითხის ღია პროპაგანდა და გატესტვა, რომ სუვერენიტეტს სჭირდება ომი და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

„ამ კონტექსტში ფრთა აქვთ გაშლილი ორი მიმართულებით. ერთი – უკვე დაიწყეს საზოგადოების შეგუება. აქამდე ხომ ვერ ბედავდნენ, უარყოფდნენ და ემიჯნებოდნენ საერთოდ ამ თემას, უკვე ბატონი ზურაბ ჭიაბერაშვილი გამოვიდა და დიახ, ომის საკითხი დაადასტურა, თქვენი კოლეგა ერთ-ერთი არხიდან გამოვიდა და ომის საკითხი დაადასტურა მანაც. ანუ, უკვე მიდის ღია პროპაგანდა და გატესტვა ომის საკითხისა, რომ დიახ, სუვერენიტეტს სჭირდება ომი და ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ. მათთვის მაქვს ასეთი პასუხი – თუ საომარი იქნა ამ ქვეყნისათვის და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენზე ადრე და ჩვენზე მაგრად ისინი ვერ იომებენ. ამის მაგალითები გვაქვს წარსულიდან. მათი „ნაომარი“ ძალიან კარგად გვახსოვს. ძალიან ობიექტური რომ ვიყო, ამ შემთხვევაში ყველას არ შევეხები. ძალიან კარგად გვახსოვს მათი უმრავლესობის ნაომარი, ოღონდ სხვა მიმართულებით, არა ქართლის, ცხინვალის, სამეგრელოს, თუ აფხაზეთის მიმართულებით, სადაც ცხელი წერტილები იყო. წითელი ხიდის მიმართულებით უფრო გვახსოვს რაღაც-რაღაცეები. ამ ქვეყანას დღეს ყველაზე ძალიან სჭირდება მშვიდობა, ეს არის ეროვნული ინტერესიც და ქვეყნის გადარჩენის გზაც. ასე გვჯერა, ეს ასეა და ამიტომ დავდივართ ამ გზაზე – მშვიდობის გზაზე, ეს ყველამ კარგად გაითვალისწინოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო