გიორგი ვაშაძე - მივადგებით სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტობის ბოლო ერთ წელს, ან ექვს თვეს და შემდეგ გახდება ზერადიკალური, ოღონდ გვიანი იქნება - სანამ დროა, სჯობს, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას

სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ „ქართულ ოცნებასთან“ მეტ-ნაკლებად რბილი, ან შუალედური ტონით საუბარი რაიმეს მისცემს - ბოლოს ისე აღმოჩნდება, რომ მივადგებით მისი პრეზიდენტობის ბოლო ერთ წელს, ან ექვს თვეს, შემდეგ გახდება ზერადიკალური, ოღონდ გვიანი იქნება , - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

აღნიშნულით ვაშაძე გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის მიერ პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნის თაობაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის ფაქტს.

ვაშაძე მოუწოდებს პრეზიდენტს, რომ სანამ დროა, კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

„ვფიქრობ, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ მეტ-ნაკლებად რბილი, ან შუალედური ტონით „ქართულ ოცნებასთან“ საუბარი რამეს მისცემს. ბოლოს ისე აღმოჩნდება, რომ მივადგებით მისი პრეზიდენტობის ბოლო ერთ წელს, ან ექვს თვეს, შემდეგ გახდება ზერადიკალური, ოღონდ გვიანი იქნება. სანამ დროა, სჯობს კონკრეტული ნაბიჯები გადადგას, მას შეუძლია ბევრი გააკეთოს. იქ, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლები ანტიდასავლური კამპანიით გამოირჩევიან, პრეზიდენტს ბევრი რამ შეუძლია, რომ თავის თავზე აიღოს, მათ შორის, ბრიუსელში“,- აღნიშნავს ვაშაძე.

გარდა ამისა, მან ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის თაობაზეც ისაუბრა. როგორც ვაშაძე განმარტავს, თუ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებს, „სტრატეგია აღმაშენებლისთვის“ ბევრი რამ შეიცვლება და არ აპირებენ მმართველ გუნდს ეს აპატიონ.

„ჩემთვის ბევრი რამ იცვლება. პირველ რიგში, მინდა ვკითხო საქართველოს მოქალაქეებს: თუ ხელიდან გავუშვით ეს ისტორიული შანსი, აპირებთ, რომ აპატიოთ? ყველა დაფიქრდეს - მე არ ვაპირებ [ვაპატიო].

მე დღესაც ვებრძვი ყველა მექანიზმით, ვთვლი, რომ ეს არის ანტიეროვნული ძალა. ეს არის ძალა, რომელმაც საქართველოს პერსპექტივა წაართვა, ყველა ამბიცია გაგვიქრო. იმის შეგრძნება გაგვიქრო, რომ შეგვიძლია მეტს მივაღწიოთ. დაგვაჩაჩანაკა, გამოგვფიტა, მოსახლეობისგან დაცალა ქვეყანა. მე პარლამენტში იმისთვის ვარ, რომ „ქართული ოცნება“ ვამხილო“,- აღნიშნავს ვაშაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა