გურამ მაჭარაშვილი - კუბილიუსი საქართველოს უფროსი გგონიათ - თუ საზოგადოებას ეუბნებით, არ გვინდა რუსეთი, რადგან ისინი ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში და გვინდა კუბილიუსი, რომელიც ჩვენი უფროსი იქნება, ეს მიუღებელია

კუბილიუსი საქართველოს უფროსი გგონიათ - თუ საზოგადოებას ეუბნებით, არ გვინდა რუსეთი, რადგან ისინი ერევიან ჩვენს სუვერენიტეტში და გვინდა კუბილიუსი, რომელიც ჩვენი უფროსი იქნება, ეს მიუღებელია, - ასე ეხმიანება ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს ერთობლივ განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი.

მისივე თქმით, „კუბილიუსი ქართულ საზოგადოებას ეუბნება, რომ ევროკავშირი სუვერენული სახელმწიფოების პრინციპის საფუძველზე შეიქმნა, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები რასაც ვიტყვით, ის ხელისუფლება უნდა აირჩიოთ და არა ის, ვინც თქვენ გინდათ, ეს არის ევროპული ღირებულებაო."

„ცუდი და სამწუხარო რა არის იცით? - თქვენ ბატონი კუბილიუსი საქართველოს უფროსი გგონიათ, ეს არის სამწუხარო. არ უყურებთ ისე, რომ ევროპარლამენტარები არიან ევროკავშირის ანუ თავისუფალი სუვერენული ქვეყნების გაერთიანება, რომელთანაც ჩვენ გვინდა მეგობრობა. როგორ გგონიათ რუსეთის ფედერაციასთან რატომ გვაქვს პრობლემა? იმიტომ, რომ ჩვენს სუვერენულ საქმეებში ერევიან და ერეოდნენ. თუ საზოგადოებას ეუბნებით, არ გვინდა რუსეთი, იმიტომ, რომ ისინი ერევიან სუვერენიტეტში და გვინდა კუბილიუსი, რომელიც ჩვენი უფროსი იქნება, ეს არის მიუღებელი", - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისათვის, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ღია წერილში საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ოლიგარქიზაციის პრობლემაზე წერენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა