შალვა პაპუაშვილი - პირადად მე, ჩემს პარტიას და ათიდან ყოველ ცხრა ქართველს მტკიცედ სწამს, რომ ევროკავშირი საბოლოო დანიშნულების ადგილს წარმოადგენს

პირადად მე, ჩემს პარტია „ქართულ ოცნებას“, რომელიც ამჟამად მართავს საქართველოს და ათიდან ყოველ ცხრა ქართველს მტკიცედ სწამს, რომ ევროკავშირი ჩვენი ხალხის ოჯახს და ისტორიულ საბოლოო დანიშნულების ადგილს წარმოადგენს,- ამის შესახებ ევროპული პარლამენტის პრეზიდენტისადმი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაშია ნათქვამი.

რობერტა მეცოლასთვის გაგზავნილ წერილში შალვა პაპუაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, ევროკავშირის წევრობაზე სამი თვის წინ განაცხადზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას საქართველო მოუთმენლად ელოდება.

„საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებამდეც კი, კომუნიზმისა და საბჭოთა შევიწროების წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სახალხო ბრძოლით, ევროპა გახლდათ ის კულტურული და პოლიტიკური სიმბოლო და ვექტორი, რომელიც ამოძრავებდა ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობას. 1990-იან წლებში გარედან თავს მოხვეული და ხელოვნურად მართული კონფლიქტების დროსაც კი, ეროვნულ დისკურსში ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მოწოდებები უპირატესი იყო სხვა ყველა ალტერნატივასთან შედარებით.

კანონის უზენაესობა, დემოკრატიული ინსტიტუტები, ეროვნული სტაბილურობა, მშვიდობიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, ეკონომიკური და სოციალური რეფორმები ევროპულ ერებთან ერთიანობის რწმენით იყო განმტკიცებული. საქართველოს დამოუკიდებლობიდან სამი ათწლეულის განმავლობაში, ბევრ შიდა საკითხზე მნიშვნელოვნად განსხვავებული პოზიციების მიუხედავად, თითოეული მთავრობა და ოპოზიცია არასდროს იყო გაყოფილი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებთან დაკავშირებით. აღნიშნული ერთიანობა მაძლევს უფლებას, გავიმეორო ჩვენი არგუმენტები, თუ რატომ გთავაზობთ და დარწმუნებით ვაცხადებთ, რომ ჩვენ გვაქვს უფლება, ვიყოთ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყანა.

რაც მთავარია, საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ და მისი დემოკრატიზაციის ისტორია მტკიცედაა ერთმანეთთან დაკავშირებული. საქართველომ ევროკავშირის კანონმდებლობის ინტენსიურად დანერგვა 2014 წელს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ დაიწყო. ჩვენ ეს საგარეო საფრთხეების მიუხედავად გავაკეთეთ. ჩვენ წარმატებით მოვახდინეთ ერთდროულად რამდენიმე რთული მიზნისკენ - ევროპული ინტეგრაციის გაგრძელებისკენ, ქვეყნის შიგნით დემოკრატიის მშენებლობისა და მუდმივ რუსულ აგრესიასთან გამკლავებისკენ - სვლა. თითოეულ ეტაპზე, ევროკავშირში გაერთიანების პერსპექტივები მხოლოდ ხელს უწყობდა და ახალისებდა დემოკრატიულ რეფორმებს.

ჩვენ ევროპასთან ერთად ვაშენებთ მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამ საკითხისადმი ერთგულება ჩვენ დავადასტურეთ ერაყში, ავღანეთში, მალიში, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, კოსოვოსა და ყველგან, სადაც საჭირო იყო და როდესაც მოგვმართეს ევროპულმა პარტნიორებმა. წინა ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ დაამტკიცა, რომ არის ღირებული და სანდო პარტნიორი თავისი პასუხისმგებლიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკით, რომელმაც ხელი შეუწყო კავკასიასა და ფართო რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას“, - ნათქვამია შალვა პაპუაშვილის წერილში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა