ირაკლი კობახიძე  - ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები ახალი დროის ბოლშევიკები არიან

ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები ახალი დროის ბოლშევიკები არიან, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები 100 წლის წინ ანგრევდნენ,-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ძმებ დავით და ლევან ბერძენიშვილებს ქართველი ხალხის და საქართველოს მიმართ გამორჩეული ზიზღი აქვთ, რაც სამწუხარო ფაქტია.

„მინდა შეტევის იმ ახალ ტალღაზე ვისაუბრო, რომელიც ჩვენი ეროვნული იდენტობის მიმართ ხორციელდება. ვხედავთ, რომ რამდენიმე ქართველი გამოარჩიეს, ყველაზე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის და ხალხის იდენტობა დაანგრიონ. ეს არის მცდელობა, რომელიც სახეზეა. ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ კონკრეტულ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან აღმაშენებელს უწუნებენ შვილებისა და შვილიშვილების აღზრდას. ვხედავთ, რომ არიან ადამიანები, რომლებიც ერთგვარი ყინულმჭრელის როლს ასრულებენ. ესენი არიან პირველ რიგში, ძმები ბერძენიშვილები, რომლებსაც ქართველი ხალხის და ამ ქვეყნის მიმართ გამორჩეული ზიზღი აქვთ, საიდან მომდინარეობს ეს ზიზღი არ ვიცით, მაგრამ სამწუხარო ფაქტია. ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც შეიძლება გინესის რეკორდების წიგნშიც შევიყვანოთ. ეს არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო, თუმცა, ვიტყვი, რომ ეს არ არის ერთი ზიზღით განმსჭვალული ადამიანის, უსამშობლო და უღმერთო კაცის გაუკუღმართებული საუბარი. ისინი უბრალოდ აგრძელებენ იმ კამპანიას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, ვიდრე ისინი ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. მათ ძალიან კარგად იციან, რომ იდენტობის შესარყევად ყველაზე წმინდას უნდა შეეხო, რაზეც ეს იდენტობა დგას. ეს არის პირველ რიგში, დიდი წინაპრები, სარწმუნოება და სწორედ აქედან გამომდინარე არის ამ შეტევისა და შტურმის მთავარი ობიექტები ჩვენი წინაპრები, სარწმუნოება და ეკლესია. იმისთვის, რომ ადამიანი გადააგვარო, მას უარი უნდა ათქმევინო პირველ რიგში, საკუთარ დედაზე და საკუთარ მამაზე. ეს მათ იციან და ძალიან მარტივია მათი სტრატეგია“,-განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, აღნიშნული ადამიანები „ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ერის ფესვებს ებრძვიან“.

„ყველამ ვიცით, რომ „ნაცმოძრაობა“ კოლექტიური გიგლა ბერბიჭაშვილია. ეს ადამიანები: ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები ახალი დროის ბოლშევიკები არიან, რომლებიც დღეს ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები 100 წლის წინ ანგრევდნენ. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გზაზე, რასაც ეროვნული იდენტობის ნგრევა ჰქვია, მათი წარმატება ნულოვანი იყოს. ჩვენ ამაზე ვართ პასუხისმგებელი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის და ჩვენი ერის წინაშე“,-განაცხადა კობახიძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს