ირაკლი კობახიძის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოჰყვა

ირაკლი კობახიძის მიერ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას, დეპუტატებს შორის შელაპარაკება მოჰყვა.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა კობახიძის განცხადება ძალადობის წახალისებად შეაფასეს.

სესიაზე ხათუნა სამნიძემ და გიორგი ვაშაძემ კობახიძეს მიმართეს, თუ რატომ არ რცხვენია, რომ საზოგადოებას ძალადობისკენ უბიძგებს. ოპოზიციონერ კოლეგებს ფრაქცია “ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ უპასუხა, რომ ის, რაც ირაკლი კობახიძემ თქვა, არის სიმართლე და საზოგადოებისთვის სიმართლის თქმა საჭიროა.

პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება რამდენიმე წუთს გაგრძელდა. ამ წუთებში პარლამენტში პოლიტიკური განცხადებები კეთდება.

ცნობისთვის, ირაკლი კობახიძის თქმით, „ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები ახალი დროის ბოლშევიკები არიან, რომლებიც ცდილობენ პროპაგანდით დაანგრიონ ის, რასაც მათი იდეური წინაპრები ბოლშევიკები 100 წლის წინ ანგრევდნენ“.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებთან დამკვირვებლები პატრულირებენ 24 საათი, წელიწადში 365 დღე - ეს ხაზს უსვამს ჩვენს ერთგულებას საქართველოში უსაფრთხოების მხარდაჭერის მიმართ
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
თბილისს ახალი ელეგანტური ადგილი შეემატა - „Royal Tbilisi“
ზღარბი დაბრუნდა - სწრაფი დაგროვებით და ახალი შეთავაზებებით