გია ვოლსკი - ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს განცხადება არის პირდაპირი მოწოდება, რომ ხელისუფლება, რომელიც აირჩიეთ, ნებისმიერი მოქმედებით გადააგდეთ, შეცვალეთ და ევროსტრუქტებისკენ ამ შემთხვევაში გაგეხსენებათ გზა

ევროპარლამენტარების ანდრიუს კუბილიუსის და რასა იუკნევიჩიენეს განცხადება არ არის: - „არჩევანი გააკეთეთ“ - ეს არის პირდაპირი მოწოდება, რომ ხელისუფლება, რომელიც აირჩიეთ, ნებისმიერი მოქმედებით გადააგდეთ, შეცვალეთ და ევროსტრუქტებისკენ ამ შემთხვევაში გაგეხსენებათ გზა, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ გააკეთა.

როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, ევროპარლამენტართა და “ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა განცხადებებში ის სხვაობას ვერ ხედავს.

“აბსოლუტურად არ დაგიდევენ, რა არის რეიტინგი, რა მდგომარეობაშია საქართველო ევროპულ სტანდარტებთან მიმართებაში ან სად ვიმყოფებით რეგიონში იმ მაჩვენებლებით, რაც აუცილებელია ევროკავშირის კანდიდატის წევრობის სტატუსის მისაღებად“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, თუ „რომელია ისეთი საკითხი, რასაც „ქართული ოცნების“ გუნდი შეფარული მმართველობის პირობებში ახორციელებს?!“.

ცნობისათვის, ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ღია წერილში საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლასა და ოლიგარქიზაციის პრობლემაზე წერენ.

„მეგობარო, ჩამოდი თავშესაფარში“... ასე ახლოს ომი არსად მიგრძვნია - კობა ლიკლიკაძე კიევიდან
გიორგი კაჭარავა - კირიენკო აფხაზეთში მოსკოვის ინტერესებს თაფლაკვერისა და მათრახის ბალანსირებით ახდენს - ამ ეტაპზე თაფლაკვერი ჭარბობს
ქართული პრესის მიმოხილვა 08.12.2025
„თეთრმა კვადრატმა“ „ფილიგრინი2“-ის პროექტის განხორციელებისთვის 2.5 მლნ აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა