გიორგი ვაშაძე - გსურთ შექმნათ ყველა არგუმენტი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მისცენ - კობახიძემ დაიწყო ბინძური ფსევდო პატრიოტიზმი

გსურთ შექმნათ ყველა არგუმენტი, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ მისცენ. თქვენ ეს არ გამოგივათ, ამის უფლებას არ მოგცემთ, თქვენ საქართველოს ისტორიას ვერ გააყალბებთ, - ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, ირაკლი კობახიძეს, ირაკლი ღარიბაშვილს და მთელ „ქართულ ოცნებას“ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა, როდესაც „ალდემ“ ოპოზიციური პარტიების ინიციატივით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭებას მხარი დაუჭირა.

„მთელი მათი კამპანია იყო, რომ ოპოზიცია ებრძვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას, ამას წერტილი დაესვა შაბათს, როდესაც „ალდემ“ სწორედ ჩვენი, ოპოზიციური პარტიების ინიციატივით მხარი დაუჭირა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მინიჭებას. EPP-მ დააინიცირა რეზოლუცია, სადაც ასევე მხარდაჭერილია ეს ყველაფერი. ამის გაგრძლებაა, რომ ევროპარლამენტის ფრაქციების ხელმძღვანელებმა მხარი დაუჭირეს და გააქვთ რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.

კობახიძემ დაიწყო ბინძური ფსევდო პატრიოტიზმი, ეს არ არის საქართველოს ეროვნული იდენტობა და ინტერესები. ჩვენ გვჭირდება ევროპა, რას აკეთებთ ამ დროს თქვენ? არც ერთი განცხადება „ქართული ოცნების“ მეგობარი ფრაქციიდან - სოციალ-დემოკრატებიდან არ ყოფილა, თქვენ პირიქით თავს ესხმით ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და ყველა გულშემატკივარს. გსურთ ყველა არგუმენტი შექმნათ, რომ საქართველოს არ მისცენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, თქვენ ეს არ გამოგივათ, ამის უფლებას არ მოგცემთ, თქვენ საქართველოს ისტორიას ვერ გააყალბებთ“, - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს