ირაკლი კობახიძე - ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება?

ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქართველ ფილოლოგსა და პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილთან დაკავშირებით განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, არის მორიგი მცდელობა, რომ ეროვნულ იდენტობაზე შტურმი მიიტანონ.

„ძალიან მარტივი ლოგიკაა ამ ყველაფერში. ეს არის მორიგი მცდელობა, რომ შტურმი მიიტანონ ჩვენს ეროვნულ იდენტობაზე, რაც პირველი არ არის. ეს დაწყებულია ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ხელისუფლებაში მოვიდოდნენ. გახსოვთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ პირველი რასაც აკეთებდა, ეკლესიას, ეროვნულ იდენტობას, ღირებულებებს დაუპირისპირდა. ამის ჩვეულებრივი გაგრძელებაა ის შეტევა, რომელიც ახლა ჩვენი ქვეყნის დიდ წინაპრებზე ხორციელდება. არის რაღაცები, რასაც არ უნდა შეეხო, მათ შორის შეიძლება ვიღაცის დედას და მამას ჰქონდეს ნაკლოვანება, მაგრამ არ უნდა გამოხვიდე და თუნდაც ნაკლოვანებებზე საჯაროდ არ უნდა ისაუბრო. ლევან ბერძენიშვილმა რა იცის ისტორია და მისი გააზრება? რომ არ იცის ზუსტად ამიტომ აკეთებს ამ განცხადებებს“, - განაცხადა კობახიძემ.

მან ჟურნალისტებს მიმართა, რომ როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები ეროვნულ იდენტობას უტევენ, ამაზე რეაქცია მათაც უნდა ჰქონდეთ.

„ადეკვატურ პასუხს რაც შეეხება, როდესაც კონკრეტული „ვაი პოლიტიკოსები“ ეროვნულ იდენტობას უტევენ, ამაზე რეაქცია თქვენც უნდა გქონდეთ. თქვენი ეს რეაქცია არის სამარცხვინო“, - მიმართა კობახიძემ ჟურნალისტებს.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება