არჩილ თალაკვაძე - ბერძენიშვილები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე, მეორე არხი

ბერძენიშვილები რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე არიან და რომ გადართავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მანდედან ექსპერიმენტებს ატარებენ საქართველოს ისტორიაზე, ეკლესიაზე, ღირებულებებზე, რამაც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე, მეორე არხი, რასაც ვერ ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობენ ძმები ბერძენიშვილები და უტიფრად კიდევ აქეთ გვადანაშაულებენ, ძალადობას თქვენ ახალისებთო, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

თალაკვაძემ ოპოზიცია თვალთმაქცობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თავის სამშობლოს ისინი პირობებს უყენებენ.

„დღეს რაც მოვისმინეთ ოპოზიციის ერთი ნაწილისგან, ეს არის თვალთმაქცობის კიდევ უფრო მაღალი დონე. ყველამ, მთელმა საზოგადოებამ ნახა, რომ საკითხზე - უჭერენ თუ არა საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებას მხარს ახლა და უპირობოდ, ორი პოლიტიკური ჯგუფის გარდა - „გირჩის“ და „ევროსოცების“, არცერთმა ოპოზიციონერმა მხარი არ დაუჭირა თავისი სამშობლოსთვის უპირობოდ სტატუსის მიცემას. თავის სამშობლოს უყენებენ ისინი პირობებს და ჩვენ გველაპარაკებიან ევროპულ ფასეულობებზე. ქალბატონ ხათუნას მინდა ვუთხრა - ძალადობის წახალისებაში ჩვენ რომ გვადანაშაულებთ, სინამდვილეში ჩვენ ვგმობთ ძალადობას და ვრეაგირებთ ძალადობაზე. პოლიციამ დროულად იმოქმედა და დაიცვა ეს ადამიანები ძალადობისგან. ძალადობის წახალისება სინამდვილეში ისაა, რასაც თქვენ აკეთებდით და თქვენ აკეთებთ, როდესაც მთავარ მოძალადეს თავისუფალი მედიის მენეჯერად აცხადებთ, როდესაც ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებში ბრალდებული ადამიანი გმირად გამოგყავთ, როდესაც გუნდში დაპატიჟეთ ის ადამიანები, რომლებსაც ყველაზე მძიმე ძალადობებში აქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს არის ძალადობის წახალისება. თორემ ის, რომ ბერძენიშვილები „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე არიან და რომ გადართავენ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მანდედან ექსპერიმენტებს ატარებენ საქართველოს ისტორიაზე, ეკლესიაზე, ღირებულებებზე, რამაც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე სიხშირე, მეორე არხი, რასაც ვერ ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“, ამბობენ ძმები ბერძენიშვილები და უტიფრად კიდევ აქეთ გვადანაშაულებენ, ძალადობას თქვენ ახალისებთო. რაც შეეხება თავდასხმებს, თქვენ რომ ელჩებს ესხმით თავს, თქვენ რომ ჩვენი პარტნიორების მთავრობებს აკრიტიკებთ და ღირებულებებს პატივს არ სცემთ, ეგეთი ჯერ არავის უნახავს ამ ქვეყანაში და კიდევ აქეთ გაქვთ პრეტენზია, რომ ჩვენ ვესხმით ვინმეს თავს? რომელ ევროპულ ღირებულებებს დაესხა თავს ჩვენი ხელისუფლება, „ქართული ოცნება?

წააგეთ ბევრი არჩევნები, არ გაქვთ ხალხის რეალური მხარდაჭერა, გინდათ ქვეყანა ნებისმიერ ფასად აირიოს, თუ ეს იქნება ომი, ეგეც გაწყობთ და ეგეც მისაღებია თქვენთვის. ამიტომ აქ ევროპულ ღირებულებებზე ნუ საუბრობთ ის ადამიანები, რომლებმაც ყველაფერი ანტიევროპული გააკეთეთ ქვეყანაში. სასამართლოც დაქვემდებარებული გყავდათ, ადამიანის უფლებებსაც არღვევდით ზოგჯერ ტყეებში და ზოგჯერ ციხეებში; მედიასაც აკონტროლებდით ვერტიკალურად და სტრასბურგშიც 2000 სარჩელი შემოდიოდა თქვენს წინააღმდეგ, ეს იყო თქვენი ევროპელობა. დღევანდელობა მაშინდელ პერიოდს შეადარეთ და მიხვდებით ყველაფერს“, - განაცხადა თალაკვაძემ და დასძინა: „ფაქტია, თქვენ ნებისმიერ ფასად გინდათ ქვეყანაში არეულობა შემოიტანოთ“.

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა